ლუდმა შეიძლება ნაწლავების მუშაობა გააუმჯობესოს – მეცნიერების ახალი კვლევა

ითვლება, რომ მიკრობული მრავალფეროვნება ადამიანის ნაწლავებში თავად ნაწლავების ჯანმრთელობის საფუძველია. ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ლუდის ზომიერი მოხმარება შეიძლება დადებითად მოქმედებდეს ამ მრავალფეროვნების შენარჩუნებაზე. ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა, ლუდი ალკოჰოლიანია თუ უალკოჰოლო, წერს  New Atlas.

პორტუგალიელი მეცნიერები აქვეყნებენ ახალ კვლევს, რომელიც აჩვენებს, რომ ლუდის ზომიერმა მოხმარებამ შეიძლება ნაწლავური ბაქტერიების მრავალფეროვნება გაზარდოს. მეცნიერებმა ჩაატარეს 1 თვიანი ექსპერიმენტი, რომლის დროს 22 ჯანმრთელი მამაკაცი ყოველდღიურად 0.33 ლიტრ ჩვეულებრივ, ან უალკოჰოლო ლუდს სვამდა. კვლევის დროს მეცნიერები მუდმივად ატარებდნენ სისხლის და კალის ანალიზს, რათა  მათ ნაწლავში ბაქტერიული მრავალფეროვნების მდგომარეობა დაედგინათ.

ექსპერიმენტის ბოლოს შედეგებმა აჩვენა, რომ მის მონაწილეებს ნაწლავში უფრო მეტი მიკრობული მრავალფეროვნება აღმოაჩნდათ, ვიდრე კვლევის დაწყებამდე. ასევე, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ რაოდენობით ლუდი ადამიანის სხეულის და ცხიმოვანი მასის ზრდას არ იწვევს, არ ზრდის გულ–სისხლძარღვთა სისტემის შრატში მარკერების დონეს და არ მოქმედებს მეტაბოლიზმზე.

მეცნიერები თვლიან, რომ მიკრობების ბიომრავალფეროვნების გაზრდა ნაწლავში ლუდის ზოგიერთ კომპონენტს უკავშირდება, მაგალითად პოლიფენოლებს და ბაქტერიებს, რომლებიც მის ფერმენტაციას უწყობენ ხელს. თუმცა , ამავე დროს, მეცნიერები შეგვახსენებენ, რომ არა მხოლოდ ნაწლავების, არამედ მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის ყველაზე უსაფრთხოა როგორც ლუდის, ასევე სხვა ალკოჰოლისგან თავის საერთოდ შეკავება, მიუხედავად ახალი კვლევის შედეგებისა.

მეცნიერების თქმით, არსებობს ადამიანისთვის  ღვიძლის და გულის დააადებების გაჩენის რისკი. ისინი ხაზს უსვამენ, რომ პოტენციური სარგებელი, რომელიც ლუდმა შეიძლება ნაწლავებს მოუტანოს, არ არის დამოკიდებული ლუდის სახეობაზე, თუმცა ისინი მაინც რეკომენდაციას იძლევიან, უალკოჰოლო ლუდი მიიღოთ.

“მიკრობული მრავალფეროვნების არსებობა ნაწლავებში თავისთავად, აუცილებლად კარგი ან ცუდი არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ნაწლავებში ბევრი სხვადასხვა მიკრობი გაქვთ. ამგვარად, იზრდება ალბათობა, რომ იქ ბევრი კარგი მიკრობია, რომლებიც ნაწლავებზე დადებითად მოქმედებენ. მაგრამ, შეიძლება მიკრობებმა დიდი მრავალფეროვნების მიუხედავად ვერ შეასრულონ ორგანიზმისთვის აუცილებელი ფუნქციები. ამიტომაც, მთავარია არა მათი რაოდენობა, არამედ ის, თუ რას აკეთებენ ისინი“– ამბობს ვინსენტ იანგი აშშ–ს მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტიდან, რომელიც კვლევაში მონაწილეობდა.

ამერიკელი მეცნიერების აზრით, ცალსახა დასკვნების გაკეთება ახალი კვლევიდან რთულია მონაწილეთა მცირე რაოდენობისა და იმის გამო, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ცოტა რამ ვიცით ნაწლავის მიკრობულ პოპულაციებზე.

“ჩვენ ახლა ამ მიკრობებზე ის ვიცით, რაც გვეცოდინებოდა ადამიანებზე, მათ რომ მთვარიდან ტელესკოპით ვაკვირდებოდეთ. ამასთან, ვეცდებოდით გაგვეგო, რა როლი აქვს თითოეულ ადამიანს საზოგადოებაში“– ამბობს გასტროენტეროლოგი კალიფორნიიდან აშკან ფარხადი.

ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხი, ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე–შარლ მიშელი

“გასულ კვირას ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების  პერსპექტივის საკითხი, ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე,...

შესაძლო სცენარების უმრავლესობაში რუსეთი კიდევ უფრო დიდი საფრთხე გახდება–ბრიტანეთის გენშტაბის ახალი უფროსი

ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაურის, გენერალ პატრიკ სანდერსის თქმით რუსეთი, სავარაუდოდ უკრაინასთან ომის დასრულების...

რუსეთმა პენტაგონის კოორდინატები გაასაჯაროვა

რუსეთის კოსმოსურმა სააგენტომ დასავლური ქვეყნების თავდაცვის უწყებების და სხვა სამთავრობო შენობების კოორდინატები გაასაჯაროვა, მათ...

აშშ განაგრძობს საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით – შაჰინი

"სასიამოვნო იყო საქართველოს დელეგაციიდან პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ვცდილობთ ვიყოთ...

ქართველი ხალხი ყოველდღე ცხოვრობს რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე – ჯონსონი

„ქართველი ხალხი ყოველდღე ცხოვრობს რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე. პუტინს არ უნდა მივცეთ უფლება, გამოიყენოს...

პრემიერმა მიშელს უთხრა, რომ EU-ს კანდიდატობისთვის საქართველო აქტიურად იმუშავებს – მთავრობა

"პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ  საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილება იყო. ამით ევროპულმა საბჭომ და...

უკრაინამ აზოვსტალის მცველი 95 მებრძოლი ტყვეობიდან გამოიხსნა

უკრაინული ტელეგრამ არხები და მედია ავრცელებენ ინფორმაციას, რომ უკრაინამ აზოვსტალის დამცველი 95 მებრძოლი ტყვეობიდან...

“ბიძინას მთავარი მტერი დღეს არის მისივე ამპარტავნება…“–გია ხუხაშვილი

“ბიძინას მთავარი მტერი დღეს არის მისივე ამპარტავნება…მითი მის შეუმცდარობასა და უძლეველობაზე, რომელიც მასზე მიტმასნილმა...

“პრეზიდენტზე ზეწოლა მისი ოჯახის მეშვეობით შესაძლებელია“–ელენა ზელენსკას ინტერვიუ

უკრაინაში რუსეთის ფართომაშტაბიანი შეჭრის შემდეგ ელენა ზელესკას შვილებთან, ალესანდრასთან და კირილთან ერთად უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია, თუმცა რეგულარულად იცვლიდა ადგილს უსაფრთხოების მიზნით. ამის შესახებ...

ლუდმა შეიძლება ნაწლავების მუშაობა გააუმჯობესოს – მეცნიერების ახალი კვლევა

ითვლება, რომ მიკრობული მრავალფეროვნება ადამიანის ნაწლავებში თავად ნაწლავების ჯანმრთელობის საფუძველია. ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ლუდის ზომიერი მოხმარება შეიძლება დადებითად მოქმედებდეს ამ მრავალფეროვნების შენარჩუნებაზე. ამასთან,...

ერთი სიგარეტის კოლოფიც კი არ მახსოვს ივანიშვილისგან–თემურ თათარაშვილს ლანძღვა მობეზრდა და ოცნების აქტიურ მხარდაჭერას აღარ აპირებს

მომღერალ თემურ თათარაშვილს ოცნების ღია მხარდაჭერას აღარ აპირებს. ამის შესახებ მომღერალი ფეისბუქზე წერს. ის ამბობს, რომ ოცნების მხარდაჭერის გამო თავდასხმების მსხვერპლია: "ბევრი ვიფიქრე მეგობრებო და...