ლუი ანდერსონი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსახიობი და კომიკოსი ლუი ანდერსონი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას სისხლის კიბოს დიაგნოზი ჰქონდა. ლუი ანდერსონი ლას-ვეგასის საავადმყოფოში 19 იანვარს გადაიყვანეს.

მაყურებლები მას, საკუთარ ბავშვობაზე შექმნილი ანიმაციური სერიალით, ცხოვრება ლუისთან ერთად/ Life With Louie, იცნობდნენ. 1994-1998 წლებში გადაღებულმა ავტობიოგრაფიულმა მულტფილმმა შემქმნელს ორი ემი მოუტანა.