ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ჩავიდა. ამის შესახებ შესაბამის ინფორმაციას ბელარუსული მედია Belta ავრცელებს.
“პრეზიდენტები შეხვედრაზე განიხილავენ ბელარუსი-რუსეთის ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრს, მათ შორის იმ საკითხებს, რომლებიც არ ექვემდებარება განხილვას უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე”, – წერს ბელტა.