15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის ადვოკატები მათ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებს აქვეყნებენ.
მათი მტკიცებით, ლუკა სირაძე პოლიციის განყოფილებაში ანერვიულებული არ ყოფილა და თვითმკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედება გახდა.
“გარდაცვლილი ახალგაზრდა, როდესაც ის გადმოვარდა მაღალი სართულიდან, მის სისხლზე ჩატარდა ნარკოლოგიური ექსპერტიზა. დადგინდა, რომ იგი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო. ფაქტია ის გარემოება, რომ გარვეული სახის დისკრიმინაცია დედის მხრიდან, რომ ერთი შვლით იყო ძალიან კამყოფილი, საუბარია უფროს შვილზე, ხოლო პატარა შვილი ყოველთვის იყო ადამიანი, რომელიც პრობლემებს უქმნიდა”, – ამბობს ჩოლოიანის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი გასული წლის 17 დეკემბერს დააკავეს. ფსიქოლოგიური ზეწოლის გამომ დაკითხვიდან გამოსულმა 15 წლის ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა სცადა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გარდაიცვალა.
15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო. მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს.