“მაგთიკომი“ განცხადებას ავრცელებს

კომპანია მაგთიკომი კომუნიკაციების კომისიას განცხადებით პასუხობს. საქმე ეხება საქართველოში “მობილური ვირტუალური ოპერატორის“ სავალდებულო დაშვების შემოღებას, რასაც საკომუნიკაციო კომპანიები გაუმართლებლად თვლიან.  მაგთიკომის პოზიციას კომუნიკაციების კომისიამ 16 ოქტომბერს უპასუხა .

კომისიამ განცხადებაში თქვა, რომ “კომპანია „მაგთიკომის“ მიერ გავრცელებულმ ინფორმაცია, თითქოს მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვება ქვეყნისთვის ნეგატიურ შედეგს გამოიღებს, სიმართლეს არ შეესაბამება, კომისიამ კი მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების დაშვების გადაწყვეტილება ბაზრის ლიბერალიზაციისა და გაჯანსაღების მიზნით მიიღო. “

საპასუხოდ მაგთიკომი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია:

“მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვება ქვეყნისთვის ნეგატიურ შედეგს გამოიღებს – ეს დასკვნა გაკეთებულია სათანადო კვლევა/ანალიზის საფუძველზე მსოფლიოში 10 საუკეთესო საერთაშორისო აუდიტორული კომპანიიდან ექვსის მიერ, საიდანაც ორი მათგანი „დიდი ოთხეულის”  წევრია. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხსენებული ავტორიტეტული კომპანიების საექსპერტო მოსაზრებები/დასკვნები სიმართლეს არ შეესაბამება და ისინი მაგთიკომის მოთხოვნის შესაბამისად მხოლოდ „შესაძლო ნეგატიურ ასპექტებს“ ასახავს, სულ მცირე, არაეთიკური განცხადებაა როგორც მაგთიკომთან, ასევე თავად ამ კომპანიებთან მიმართებაში. შესაბამისად, კომისიას მოვუწოდებთ იყოს თანმიმდევრული და მიზანმიმართულად ნუ ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

გაუმართლებელია კომისიის მხრიდან საკითხის შემდეგნაირად პოზიციონირება –  თუ  საექსპერტო დასკვნა/მოსაზრება მომზადებულია კომისიის დაკვეთით, მაშინ დასკვნები/მოსაზრებები ფაქტებად და სიმართლედ განიხილება, ხოლო თუ საექსპერტო დასკვნა/მოსაზრება მაგთიკომის დაკვეთით მომზადდა, მაშინ ის სავარაუდოა და სიმართლეს არ შეესაბამება. მიგვაჩნია, რომ ასეთი მიდგომა, პირველ რიგში, სამომავლოდ თავად კომისიისათვის აღმოჩნდება დამაზიანებელი.

კომუნიკაციების კომისია ცდილობს უსაფუძვლო მოლოდინები გაუჩინოს როგორც მომხმარებლებს, ასევე იმ კომპანიებს, რომლებიც თეორიულად შეიძლება დაინტერესებული იყვნენ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორობით. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ვირტუალური ოპერატორი შეიძლება არსებობდეს სხვა ქვეყანაში ან ამ რეგულაციამ დროის გარკვეულ მონაკვეთში მოახდინა გარკვეული პოზიტიური გავლენა რომელიმე ქვეყანაში, არის ამ საკითხის მიმართ არასწორი და არაკვალიფიციური მიდგომა. დღემდე კომუნიკაციების კომისიას არ გააჩნია არცერთი საექსპერტო დასკვნა, რომ საქართველოში ეს რეგულაცია იქნება წარმატებული ან მოიტანს რაიმე დადებით შედეგს. სწორედ ამ გარემოებამ აიძულა მაგთიკომი, მოეწვია მსოფლიოში საუკეთესო საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების ათეულიდან ექვსი და მათ შეეფასებინათ  მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვების გავლენა საქართველოს მობილური სატელეკომუნიკაციო დარგისათვის, რაც ბუნებრივია, მაგთიკომმა გაუზიარა კომუნიკაციების კომისიას, რათა მის მიერ მომხდარიყო ისეთი შეცდომების პრევენცია, რაც უარყოფით გავლენას მოახდენდა საქართველოში სატელეკომუნიკაციო დარგის სამომავლო განვითარებაზე.

ვიმედოვნებთ, რომ კომისია შეძლებს ტენდენციური გავლენებისგან გათავისუფლებას, უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს საექსპერტო დასკვნების სათანადო ანალიზს და ქვეყანაში გამწვავებული პანდემიის პირობებში, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას მისი რესურსი უსაგნოდ არ დაიხარჯება არასწორი ფაქტების ტირაჟირებით.“– ნათქვამია განცხადებაში.

 

ყვავილების გამყიდველები აქციას მართავენ

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ყვავილების გამყიდველები ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ და საპროტესტო აქციას მართავენ. ახალი რეგულაციების...

“მომეცი, წავიყვან”- რუსთავის მერი აქციის მონაწილეს, რომელმაც იკითხა, რა აჭამოს შვილს

მომეცი, მომე, ჩემთან წავიყვან სახლში -  ასე უპასუხა რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ აქციის ერთ-ერთ...

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების მიუხედავად “ბასლეინებზე“ ავტომობილების მოძრაობა კვლავ იკრძალება

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ინფორმაციით იმის მიუხედავად, რომ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა...

ძაბირაძეს თქმით, შესაძლოა „გირჩი“ პარლამენტში შესასვლელად კომპრომისულ ვარიანტებს ეძებდეს

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, შესაძლოა, „გირჩი“ პარლამენტში შესასვლელად კომპრომისულ ვარიანტებს ეძებდეს. ამით ძაბირაძე „გირჩის“ ერთ-ერთი...

ჩვენი პოზიცია კატეგორიული იქნება – ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი

ბრალდებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა ძალაში უნდა დარჩეს, რადგან მათი გამოძიებაში უარყოფითი მონაწილეობის საკითხი...

მელაშვილსა და ილიჩოვას პირად თავდებში 200-მდე პირი უდგება

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პირად თავდებში 200-მდე...

საქართველოში კორონავირუსის 3216 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 216 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ...

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 37 პაციენტი გარდაიცვალა

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა,- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო...

სხვა სიახლეები

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების მიუხედავად “ბასლეინებზე“ ავტომობილების მოძრაობა კვლავ იკრძალება

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ინფორმაციით იმის მიუხედავად, რომ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია, ე.წ. “ბასლეინებზე“ ავტომობილების მოძრაობა კვლავ დაუშვებელია. მოთხოვნა იმის შესახებ,...

ჯანმრთელობა

სისხლის ანალიზის მეთოდი, რომელსაც კიბოს 50 სახეობის ადრეული გამოვლენა შეუძლია ფართომაშტაბიანი გამოცდის სტადიაშია

ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახური ფართომაშტაბიანი ცდებისთვის ემზადება, რომლის დროსაც სისხლის ანალიზის ის მეთოდი უნდა გამოიცადოს, რომელიც კიბოს ადგენს. მეთოდი აშშ–ში შემუშავდა. პოტენციურად, ახალი მეთოდის...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო