მაგთიკომი საქართველოს პარლამენტს ღია წერილით მიმართავს

“მაგთიკომი” საქართველოს პარლამენტს ღია წერილით მიმართავს, რომელშიც ასახულია მაგთიკომის საჯარო განცხადებები – “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებულ არაკომპეტენტურ, ყალბი ინფორმაციით გაჯერებულ 2020 წლის ანგარიშზე და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ბატონი კახა ბექაურის ქმედებებზე”.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“კომუნიკაციების კომისია უკიდურესად დაპირისპირებულია დარგში მოღვაწე თითქმის ყველა სუბიექტთან. დარგში მოღვაწე კომპანიები გაუთავებელ სასამართლო დავებში იმყოფებიან კომუნიკაციების კომისიასთან. არაკომპეტენტურობა, ტყუილი, დაუმსახურებელი სანქცირება (უკანონო გადაწყვეტილებები) და შერჩევითი სამართალი გახდა ნორმა/ სტილი კომისიის
მუშაობისა. მის ხელში დარგი ნადგურდება, მას არ ესმის დარგის მნიშვნელობა, კიბერუსაფრთხოება თუ ეკონომიკის პრინციპები. კიბერუსაფრთხოების გაზრდილი რისკების უგულვებელყოფამ შეიძლება პარალიზებამდე მიიყვანოს ქვეყანა, იქნება ეს თავდაცვა, ჯანდაცვა, განათლება, საბანკო-საფინანსო სექტორი, ვაჭრობა, ტურიზმი თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება.

2017-2018 წლებში საქართველოს ბაზრიდან ორი უდიდესი საერთაშორისო ინვესტორი კომპანია (თელია სონერა და მეტრომედია) გავიდა. ზოგადად, კომისიის არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილებები ხელს უშლის და აფრთხობს ინვესტორს.

უნდა აღინიშნოს, რომ კომისიის არასწორი, არაკომპეტენტური და უკანონო მიდგომების ფონზე, ჩვენი კომპანია იძულებული გახდა მაქსიმალურად ფრთხილად შეხედოს მომავალს, როგორც ახალი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით, ასევე არსებითი კაპიტალდაბანდების განხორცილების მიმართულებით, იმ დროს, როდესაც მაგთიკომი ყოველდღიურად 40 კმ. ოპტიკური კაბელის
მშენებლობას წარმატებით ახორციელებდა საქართველოს რეგიონების ინტერნეტიზაციის და მოქალაქეებისათვის ფიქსირებული ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

კომისიის უსუსური გადაწყვეტილებები გახდა საბაბი, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშში საქართველოზე, კომუნიკაციების კომისია ნეგატიური კუთხით მოხვდა. თქვენთვის ცნობილია ვენეციის კომისიის ნეგატიური დასკვნები კომუნიკაციების კომისიის ავტორობით შექმნილ საკანონმდებლო ცვლილებებზე. ფრიდომ ჰაუსის ანგარიშში კომუნიკაციების კომისიის ქმედება უარყოფითად არის შეფასებული.

კომისიის მხრიდან, ხშირად ხდება ევროპული რეგულაციების არასწორი ინტერპრეტაცია. კანონების და რეგულაციების საკუთარ თავზე მორგება, რაც მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის დარგს. ასე, მაგალითად: კომისიის თავმჯდომარის რამოდენიმე ვადით არჩევა; კონკურენციის კანონის მორგება კომუნიკაციების კომისიაზე იმ ვადით, სანამ ბატონი ბექაური იქნება
თავმჯდომარე…

ისმის ლოგიკური კითხვა: კიდევ რა უარყოფითი უნდა მოახერხოს ამჟამინდელმა კომისიამ დარგის გასანადგურებლად?! გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის ანგარიში პარლამენტს ჯერ კიდევ არ განუხილავს. ვიმედოვნებთ,
რომ 2019 წლის და 2020 წლის ანგარიშების მოსმენა გაიმართება უახლოეს მომავალში.

მოგიწოდებთ პარლამენტის წევრებს შეაფასოთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობა, დადებითია თუ უარყოფითი, ხოლო კომისიის თავმჯდომარე ბატონი კახა ბექაური იმსახურებს თუ არა ნდობას?”,- წერია მაგთიკომის განცხადებაში.

მათივე განცხადებაში მოყვანილია მაგალითები, რომელიც, მაგთიკომის შეფასებით, არაკომპეტენტურობასა და ფაქტების დამახინჯებას ცხადყოფს.

ხვალ შეიძლება მე არ ვიყო, ხო?! ჩვენს პროგრამას სხვა მთავრობებიც გამოიყენებენ – კალაძე

თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ამბობს, რომ 2 თვის განმავლობაში საუბრობდა ავარიულ შენობებზე, თუმცა...

მეორე მხარეს ცილისმწამებლები არიან, მე ვაგრძელებ პოზიტიურ კამპანიას – კალაძე

"ესენი არიან ცილისწამებლები. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, და ეს ახლაც გრძელდება, ეს ადამიანები თავიანთი...

თბილისის მოგება არის გზა ცენტრალური ხელისუფლების ხელში აღებისკენ – ჯაფარიძე

"ერთმანეთის კონტროლი და ბალანსი არის ის, რაც აკლდა ყოველთვის ერთპარტიულ მმართველობას. ნეპოტიზმთან და კორუფციასთან...

ამაღამ სისხლიანი კოალიციის ბანერები დაიბეჭდება – ხუხაშვილი

"ამაღამ სისხლიანი კოალიციის ბანერები დაიბეჭდება..." ასე ეხმიანება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ნიკა მელიას მიერ კოალიციური გუნდის...

ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი 10 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს...

ჰაერში ტრიალებს გამარჯვების და ცვლილებების სუნი – სააკაშვილი მელიას გუნდზე

"მე მთლიანად მხარს ვუჭერ ჩვენი თბილისის მთავრობის მრავალფეროვნებას და კოალიციურ მმართველობას დედაქალაქში. ახლა როგორც...

გამგებლები, სამსახურების ხელმძღვანელები – ნიკა მელიას კოალიციური გუნდი

ნიკა მელიამ საკუთარი გუნდი დაასახელა, რომელიც მისი გამარჯვების შემთხვევაში თბილისის მართვას დაიწყებს. მერის მოადგილეები იქნებიან:...

პირველად ჩემს ცხოვრებაში, ვხედავ კოალიციურ მთავრობას, ნიკა უპრეცედენტო მოდელი დადე! – ნანუკა ჟორჟოლიანი

"პირველად ჩემს ცხოვრებაში, ვხედავ კოალიციურ მთავრობას, ნიკა უპრეცედენტო მოდელი დადე! "- ასე ეხმაურება, ტელეწამყვანი...

ის ძალიან გავს ებოლას – გვინეაში კიდევ ერთი მომაკვდინებელი ვირუსი გამოჩნდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  და გვინეის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურებს მარბურგის დაავადებით გარდაცვალების პირველი შემთხვევა. მას ვირუსი იწვევს, რომელიც თვისებებით ძალიან გავს ებოლას ვირუსს. კორონავირუსის მსგავსად,...

როგორ ვმართოთ კოვიდი სახლის პირობებში და როდის არის საჭირო ჰოსპიტალიზაცია–ნანა გეგეჭკორის და ზურაბ გურულის განახლებული რეკომენდაციები

აშშ–ში მცხოვრები ქართველი ექიმები,  ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტლის ექიმი, ნანა გეგეჭკორი და მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის...

ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო. ის 88 წლის იყო. მას პოპულარობა ჟან-ლუკ კოდარის "უკანასკნელ ამოსუნთქვაში" შესრულებულმა მიშელ პუაკარის როლმა მოუტანა. ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს...