“მადლობა, მაგრამ ჩვენ უელსი არ დაგვიმარცხებია“–ქართველი მორაგბეების გამარჯვებას აშშ–ს ჯორჯიის შტატის რაგბის კავშირს ულოცავენ

ამერიკის შტატ ჯორჯიის რაგბის კავშირს როგორც ჩანს, ქართველების გამარჯვება უელსის ნაკრებთან იმდენად ინტენსიურად მიულოცეს, რომ კავშირმა ფეისბუქის გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა.

“ვაფასებთ მოსალოც მესიჯებს, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ Georgia Rugby Union (USA )–ს არ დაუმარცხებია დღეს უელსი.

მაგრამ, მაინც მადლობა.

ვულოცავთ ქართველ ხალხს მათ ისტორიულ გამარჯვებას“– წერია განცხადებაში.