მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ მათგანს, რომ სახელმწიფოებრივად იაზროვნა და გადააბიჯა საკუთარ თავს და არ დაექვემდებარა საბოტაჟის და ბულინგის მცდელობას და ვიღაცამ ვერ გაუძლო ამ ყველაფერს, ვიღაც პირიქით, ორგანიზატორი იყო ამ ბულინგის და საბოტაჟის. ფაშისტური მეთოდები დღეს ჩვენ ვნახეთ, პირდაპირ თავზე დადგომით, ანუ თავისუფალი მანდატით, ესენი ამომრჩევლებს რას უზამენ, წარმოიდგინეთ. თავის კოლეგებს რას კადრულობენ, ადგებიან თავზე და პასუხს სთხოვენ.
განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ.