, ესპანეთის დედაქალაქში, უკრაინის საელჩოსთან აფეთქება მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი, საელჩოს თანამშრომელი.
მედია პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დაშავებულს ხელში ეჭირა კონვერტი, რომელშიც სავარაუდოდ, ასაფეთქებელი ნივთიერება იყო მოთავსებული – ის მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარზე საელჩოს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.