“მაისის შუა რიცხვებში კორონავირუსის შემთხვევების პიკია მოსალოდნელი ” – ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„წინასწარი პროგნოზით, მაისის შუა რიცხვები არის გათვალისწინებული პიკური მაჩვენებლებისთვის. დღევანდელი მაჩვენებელი ეპიდემიის ზრდის ტენდენციების ჭეშმარიტი მაჩვენებელი არ არის, ეს არის დაგროვილი შემთხვევები, რომელიც სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში არ გამოვლინდა და მათი ანგარიშგება არ მოხდა, თუმცა ეს ზრდის ტენდენცია არის და მაისის შუა რიცხვები არის განსაზღვრული, რომ იქნება პიკური მაჩვენებელი“,- განაცხადა გაბუნიამ.