უკრაინელებმა დონეცკის ოლქში, მაკეევკაში რუსი ოკუპანტების ბაზა გაანადგურეს, რომელიც მათ უნივერსიტეტის შენობაში ჰქონდათ მოწყობილი. აფეთქების შედეგად 400 ოკუპანტი დაიღუპა, 300 კი დაიჭრა.
სასწავლებლის საცხოვრებელში, დარტყმის დროს დისლოცირებულები იყვნენ: რუსეთის შეიარაღებული ძალების პრივოს სამხედრო ძალების მე-20 სპეცდანიშნულების რაზმის 24 სამხედრო მოსამსახურე; რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების კომუნიკაციების 360-ე სასწავლო პოლკის 20 სამხედრო მოსამსახურე (სამხედრო ნაწილი 5204); რუსეთის შეიარაღებული ძალების სარაკეტო ჯარების და არტილერიის BP 631-ე რეგიონული სასწავლო ცენტრის 242 სამხედრო მოსამსახურე.