მაკრონი ზელენსკის ესაუბრა და მეტ იარაღს დაჰპირდა

სასახლის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა და უახლოეს დღეებში დამატებითი იარაღის მიწოდებას დაჰპირდა. 1 საათსა და 10 წუთს გაგრძელდა და “დიალოგი ხანგრძლივი და არსებითი იყო”. მაკრონმა ასევე დაადასტურა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გაგრძელდება და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება როგორც სამხედრო, ისე ჰუმანიტარული დახმარება.

სატელეფონო საუბრის შესახებ, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ მაკრონთან ასევე განიხილა, “აზოვსტალის” ქარხნიდან, სამხედროების ევაკუაცია და რუსეთთან მოლაპარაკების პროცესის პერსპექტივა. ამასთან ერთად განიხილეს უკრაინისთვის საწვავის მიწოდების საკითხიც.

“დავასრულე გრძელი და მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი ემანუელ მაკრონთან. ვისაუბრეთ საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე, აზოვსტალიდან სამხედროების გადარჩენის ოპერაციაზე და მოლაპარაკების პროცესის პერსპექტივაზე. წამოიჭრა უკრაინისთვის საწვავის მიწოდების საკითხი.

ასევე განვიხილეთ საფრანგეთის სამხედრო მხარდაჭერა, სანქციების მე-6 პაკეტის მომზადება, უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის შესაძლო გზები. გაიმართა არსებითი განხილვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე ჩვენი განაცხადის შესახებ”,- წერს ზელენსკი.

ხევსურეთში ადიდებულმა მდინარემ ხიდები წაიღო. ადგილობრივები და ტურისტები იზოლაციაში აღმოჩნდნენ

ხევსურეთში, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე როშკისწყალზე არსებული ხიდები წყალმა წაიღო. შედეგად სოფელი როშკა გარესამყაროსგან...

ხელისუფლების მიზანია დაელოდოს პროტესტის განლევას და ისევ გაგვაცუროს და “გადაგვაგდოს”-ლაშა ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძე თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანი ამ ეტაპზე დროის გაყვანა და პროტესტის...

ჩვენ ისევ ერთიანები ვართ. ეს არის ჩვენი მესიჯი პუტინისთვის –გერმანიის კანცლერი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, რომელიც დღეს გერმანიაში, ბავარიაში დიდი შვიდეულის სამიტს მასიპნძლობს, ამბობს, რომ...

14 რუსული რაკეტა კიევის ოლქში – ერთი რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა

26 ივნისის დილით კიევის შევჩენკოს რაიონში აფეთქებების სერია მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია კიევის მერმა,...

არ ვატარებთ „ღირსების მარშს“, ყველა ღონისძიება დახურულ სივრცეში ტარდება-თბილისი პრაიდი

მოვითხოვთ მთავრობამ საჯაროდ და მკაფიოდ განაცხოს, რომ დაიცავს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის სამივე ღონისძიებას და...

რუსეთი მალე ომის წარმოების შესაძლებლობებს ამოწურავს–The Washington Post ექსპერტების პროგნოზების შესახებ

გამოცემა The Washington Post  აქვეყნებს სტატიას, რომელშიც დასავლელი ექსპერტების და ჩინოვნიკების პროგნოზებია მოყვანილი უკრაინაში...

HIMARS-ის საშუალებით უკრაინელებმა დონბასში რუსების ორი სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს(ფოტო,ვიდეო)

24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში რუსი ოკუპანტების ორ სამეთაურო პუნქტზე მიიტანეს შეტევა...

აშშ–ს სპეცოპერაციების ძალები უკრაინისთვის საიდუმლო ოპერაციას ატარებენ –The New York Times

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მეხუთე თვეს დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიაზე აშშ–ს სპეცოპერაციების ძალები უკრაინისთვის საიდუმლო ოპერაციას...

“პრეზიდენტზე ზეწოლა მისი ოჯახის მეშვეობით შესაძლებელია“–ელენა ზელენსკას ინტერვიუ

უკრაინაში რუსეთის ფართომაშტაბიანი შეჭრის შემდეგ ელენა ზელესკას შვილებთან, ალესანდრასთან და კირილთან ერთად უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია, თუმცა რეგულარულად იცვლიდა ადგილს უსაფრთხოების მიზნით. ამის შესახებ...

ლუდმა შეიძლება ნაწლავების მუშაობა გააუმჯობესოს – მეცნიერების ახალი კვლევა

ითვლება, რომ მიკრობული მრავალფეროვნება ადამიანის ნაწლავებში თავად ნაწლავების ჯანმრთელობის საფუძველია. ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ლუდის ზომიერი მოხმარება შეიძლება დადებითად მოქმედებდეს ამ მრავალფეროვნების შენარჩუნებაზე. ამასთან,...

ერთი სიგარეტის კოლოფიც კი არ მახსოვს ივანიშვილისგან–თემურ თათარაშვილს ლანძღვა მობეზრდა და ოცნების აქტიურ მხარდაჭერას აღარ აპირებს

მომღერალ თემურ თათარაშვილს ოცნების ღია მხარდაჭერას აღარ აპირებს. ამის შესახებ მომღერალი ფეისბუქზე წერს. ის ამბობს, რომ ოცნების მხარდაჭერის გამო თავდასხმების მსხვერპლია: "ბევრი ვიფიქრე მეგობრებო და...