მალტასთან ვაქცინისთვის კონსულტაციები დეკემბერში დავიწყეთ, სპეკულაციები ვრცელდება – ელჩი

იტალიაში საქართველოს ელჩის, კოტე სურგულაძის ინფორმაციით, მალტის შესაბამის უწყებებს ვაქცინების საკითხზე კომუნიკაცია აქვთ საქართველოს საელჩოსთან და ამ საკითხზე სხვა წყაროებიდან გავრცელებული ცნებები სპეკულაციაა.

“საელჩო აქტიურ კომუნიკაციაში მის საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, საქართველოს მთავრობის დავალების შესაბამისად, ინტენსიურად მუშაობენ ადგილსამყოფელ ქვეყნებში კოვიდ 19-ის ვაქცინის მოპოვების მიზნით, ისევე როგორც უწყება ყოველდღიურ კავშირზეა ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იმისათვის რომ ვაქცინა დროულად გახდეს ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალქეებისათვის.

მათ შორის, კოვიდ19-ის ვაქცინებთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩომ ქ. რომში კონსულტაციები (რომელიც ფარავს მალტის რესპუბლიკას) მალტის შესაბამის უწყებებთან ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბრიდან დაიწყო, მალტის მხრიდან საქართველოსთვის ვაქცინის შესაბამისი დოზების მიღების საკითხზე. აღსანიშნავია, რომ დეკემბრის თვეში ვაქცინები ჯერ არ იყო ხელმისაწვდომი მალტისთვის. საელჩო, ცხადია, დღესაც აგრძელებს კონსულტაციებს მალტის მხარესთან.

მოლაპარაკებებში, თავიდანვე ჩართული იყო მალტაში საქართველოს საპატიო კონსული, რომელიც თავისი არხებით ცდილობს მიიღოს მალტის მხრიდან ვაქცინების სათანადო რაოდენობა.

საქართველოსთვის ვაქცინების მოწოდების საკითხზე მალტის მხარე კომუნიკაციაშია საქართველოს საელჩოსთან და შესაბამისად გადაწყვეტილება პირველ რიგში ცნობილი გახდება საელჩოსთვის და საქართველოს მთავრობისთვის. შესაბამისად, ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც ამ საკითხზე ვრცელდება სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებით, წარმოადგენს სპეკულაციას” , – აცხადებს კოტე სურგულაძე.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ცნობისთვის, საქართველოს მე–3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია, რომ მალტამ ევროკავშირისგან საჭიროზე 1 მილიონით მეტი ვაქცინა მიიღო და შეუძლია ის ღარიბ ქვეყნებს უსასყიდლოდ გადასცეს. მან საქართველოს მთავრობას მოუწოდა, მიმართონ მალტას და ვაქცინის ნაწილი უსასყიდლოდ მიიღონ.

აშშ–მ ატლანტის ოკეანის თავზე ჩინური “ჯაშუში საჰაერო ბუშტი” ჩამოაგდო

ამერიკელმა სამხედროებმა სამხრეთ კაროლინას სანაპიროსთან ჩინეთის ჯაშუში საჰაერო ბუშტი ჩამოაგდეს, რომელიც აშშ-ის საჰაერო სივრცეში...

კანადამ უკრაინას პირველი “ლეოპარდი“ გაუგზავნა

კანადის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა ტვიტერში დაწერა, რომ კანადის მთავრობის მიერ იანვარში დაპირებული...

თუ ელოდებით, რომ ქუჩაში გამოვალთ და არეულობას მოვაწყობთ, ამას არ ვაპირებთ – მანჯგალაძე

"თუ ელოდებით, რომ ქუჩაში გამოვალთ და არეულობას მოვაწყობთ, ამას არ ვაპირებთ, მაგრამ ხალხმა რომ...

18 წლის კანადელმა გოგომ ლატარიაში პირველივე ცდაზე $36 მილიონი მოიგო

18 წლის კანადელმა ჯულიეტ ლამურმა პირველივე მცდელობისას მოიგო ეროვნული ლატარიის 48 მილიონი კანადური დოლარი...

თუ უკრაინა რუსეთს ვერ დაამარცხებს, საქართველოს შეუძლია აფხაზეთი, ცხინვალი დაივიწყოს – ჰოჯესი

''რუსებმა უკვე გაიყვანეს დანაყოფები, თუ არ ვცდები, სამხრეთ ოსეთიდან. ისევე როგორც კალინინგრადიდან და სხვა...

“თოვლის მთვარე“: რა არ უნდა გააკეთოთ სავსემთვარეობის დროს 2023 წლის თებერვალში

“თოვლის მთვარეს“ თებერვლის სავსემთვარეობას უწოდებენ, რომელიც 5 თებერვლიდან  დაიწყება და მისი მთავარი მახასიათებელია ის,...

“ყოველთვის დააიგნორე მედვედევი” – პოდოლიაკი მუქარაზე

"ყოველთვის დააიგნორე მედვედევი" - ასე ეხმაურება, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის უშიშროების...

ყირიმზე თავდასხმის შემთხვევაში, მთელი უკრაინა დაიწვება – მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ მოსკოვი მზადაა საფრთხიდან გამომდინარე, ყველა...

18 წლის კანადელმა გოგომ ლატარიაში პირველივე ცდაზე $36 მილიონი მოიგო

18 წლის კანადელმა ჯულიეტ ლამურმა პირველივე მცდელობისას მოიგო ეროვნული ლატარიის 48 მილიონი კანადური დოლარი (35,8 მილიონი აშშ დოლარი) ჯეკპოტი და ლატარიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

ბრიუს უილისის მდგომარეობა თანდათან მძიმდება

67 წლის ამერიკელი მსახიობი ბრიუს უილისი, რომელსაც აფაზიის დიაგნოზი აქვს დღეებს მოსიყვარულე ოჯახთან ერთად ატარებს. მისმა 44 წლის მეუღლემ ემა ჰემინგმა Instagram-ზე გამომწერებს აჩვენა,...