„მამა მიშველე, დამჭრაო“- ძმის მიერ მოკლული, 19 წლის მიშო ახლოურის მამა მომხდარის დეტალებს იხსენებს

19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულ 21 წლის გიორგი ახლოურს სასამართლომ წინასწარი აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა.დანაშაულის გარემოებებზე პირველად ძმების მშობლები “რუსთავი 2-თან” ალაპარაკდნენ.„კურიერი“ ავრცელებს გარდაცვლილი და ბრალდებული ძმების მამის პირველ კომენტარს, სადაც ის მომხდარის დეტალებზე საუბრობს.

მამის ინფორმაციით, ძმებს შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო. მისი თქმით, ძაღლისთვის მოქნეული დანა 19 წლის მიშო ახლოურს მოხვდა. გარდაცვლილის მამა იხსენებს, რომ ჩხუბის დროს მას ეძინა და დაჭრილმა შვილმა გამოაღვიძა.

“9 საათზე, როდესაც უკვე იწყებოდა კომენდანტის საათი, მე მოვედი სახლში. მიშიკო იყო “ზალაში”, ტელევიზორი ჰქონდა ჩართული და დივანზე იყო ნახევრად გადაყუდებული. დავწექი მერე და, დაახლოებით, 10 საათზე უკვე დავიძინე. უცებ ხმით მაღვიძებს მიშიკო და საძინებლის წინ დგას, მამა, მიშველე, დამჭრაო. უცებ სისხლი რომ დავინახე, არ ვიცი რა გავაკეთე, წამოვხტი.

გიორგი სამზარეულოდან გამოვიდა და იძახდა ცუდად ვარო. მერე გავიგე, რომ ტელევიზორის კაბელზე ყოფილა ჩხუბი. გიორგის უთქვამს გამორთე ტელევიზორი, მეძინება და დილით წასასვლელი ვარო. არ ვიცი რა მოხდა მაგ დროს, არ გამორთო თუ რა იყო, რა წაილაპარაკეს, მე ის არ გამიგია და არ ვიცი. რაც შევხედე, არ იყო ღრმა ჭრილობა, როგორც ჩემმა თვალმა ნახა. რატომ ჰქონდა ეს დანა და მერე აუღია დანა, რომ გადაეჭრა მიშიკოსთვის ტელევიზორის კაბელი. მანდ მოხდა შემთხვევით, მიშიკოს თავის ძაღლი ჰყავს, ამ ძაღლმა რაღაც ქნა და ამ ძაღლზე მოქნეული მოხვდა მიშიკოს,”-ყვება მარად ახლოური.

მარად ახლოური დარწმუნებულია, რომ მომხდარი უბედური შემთხვევა იყო.

“გიორგი რეკავდა სასწრაფოში, დარეკა ერთხელ, ველოდებოდით. მერე კიდევ ერთხელ, ორჯერ. ეს განმეორდა, როგორც მახსოვს, სამჯერ. მოვიდა სასწრაფო და ჩვეულებრივ ჩავიყვანეთ, გულზე არ არის და სწრაფად ჩავიყვანოთო და ჩავიყვანეთ მე, გიორგიმ.

განზრახ მკვლელობა არ მომხდარა, მანდ იყო შემთხვევითი უბედურება, შემთხვევითი უბედურება მოხდა. ყველგან ხდება რაღაც შელაპარაკება, მაგრამ რამე ისეთი კონფლიქტი არ ყოფილა. შემთხვევით მოხდა, კი. მე მაგაში ვარ დარწმუნებული. შემთხვევითი უბედურება დაემართა ჩემს ოჯახს. გიორგი აქ დაუკავებიათ, მაშინვე,”-აცხადებს მარად ახლოური.

თბილისში სკოლები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი 1 მარტამდე არ აღდგება

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლების და ტრანსპორტის აღდგენას მთავრობა 1 მარტიდან აპირებს. ამის შესახებ...

რა გაიხსნება პირველი თებერვლიდან – მთავრობის გადაწყვეტილება

მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგენა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების,...

ჰააგამ დამნაშავე უნდა ეძებოს მოსკოვში და არა ცხინვალში ან ჯავაში – ხიდაშელი სტრასბურგზე

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ამბობს, რომ ეს ოკუპაციის პირველი სამართლებრივი...

გირჩი – მეტი თავისუფლება: ღია სივრცეში პირბადის გარეშე მოძრაობისთვის “პოსლეზე” გაჯარიმებენ

პარტია "გირჩი – მეტი თავისუფლება" აცხადებს, რომ პოლიცია ადამიანებს ღია სივრცეში პირბადის ტარების წესის...

მივიდა იქ, სადაც უნდა მუშაობა, რომ მიანიჭოს პარლამენტს ლეგიტიმაცია – დეკანოიძე ელისაშვილზე

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილი მივიდა იქ, სადაც მუშაობა...

სასამართლომ გადაწყვეტილება მკაფიოდ საქართველოს სასარგებლოდ მიიღო – აშშ-ს საელჩო სტრასბურგზე

აშშ–ის საელჩო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ეს მკაფიოდ საქართველოს...

“არ მინდა დავაკნინო ჩვენი გამარჯვება, მაგრამ ეს გამარჯვება სრული არ აღმოჩნდა“ – სანდო ბარამიძე...

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, სანდრო ბარამიძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას კრიტიკულად აფასებს და ამბობს, რომ...

ელისაშვილი და იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ – ისინი თალაკვაძეს ხვდებიან

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ. მათი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო