მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ მუქარის წერილზე გახარიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის შედეგებით დადგინდა, რომ ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ მუქარის წერილის დედანზე გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა.

“პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულების ფაქტზე დანიშნული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა მიიღო.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს გენერალური პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულების ფაქტზე.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 04 მარტს, მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, გააკეთა განცხადება, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელი მინისტრისაგან, გიორგი გახარიასაგან, მუქარის შემცველი წერილი მიიღო.

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გაკეთებული განცხადების ირგვლივ, 2019 წლის 06 მარტს, მამუკა ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხა, რა დროსაც მან გამოძიებას მხოლოდ ზემოხსენებული წერილის ასლი წარუდგინა, ვინაიდან ხაზარაძის განცხადებით დედანი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით დიდ ბრიტანეთში იყო გაგზავნილი.

წერილის დედანი საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოგვიანებით, 2019 წლის 21 ოქტომბერს, ბრიტანული კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის მასალებთან ერთად გადაეცა.

გამოძიების მსვლელობისას სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ ჩატარდა შემხვედრი დაქტილოსკოპიური ექსპერტიზები, რა დროსაც მოხდა წარმოდგენილ წერილზე არსებული თითის ანაბეჭდის კვლების და მათი ვარგისიანობის იდენტიფიცირება, ასევე სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო“-ს და ბრიტანული კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების შედარება, რაც სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიასაგან მოხდა დაქტილოსკოპიური კვლევისათვის საჭირო საკონტროლო ნიმუშების აღება, რომლებიც წერილზე იდენტიფიცირებულ თითის კვლების ნიმუშებს შედარდა.

სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო“-ს, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წერილზე არსებული თითის კვლები არ ეკუთვნის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

გვსურს საზოგადოებას დამატებით ვაცნობოთ, რომ წერილზე თითის კვლების დამტოვებელი პირის იდენტიფიცირების და მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიერ გაკეთებული განცხადების შესწავლის მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეცნობება დამატებით.”- ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძემ 2019 წლის 4 მარტს, პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მაშინელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ “რაღაცის შეუსრულებლობის” შემთხვევაში, ხაზარაძეს და TBC ბანკს რეპუტაციული ზიანი მიადგებოდა. მოგვიანებით ხაზარაძემ ეს წერილი გაასაჯაროვა. მისი ავტორი ხაზარაძისგან 3 პუნქტის შესრულებას ითხოვდა, ერთ-ერთი მათგანი კი, “რევანშის” ხსენებით საზოგადოებისთვის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოწოდება იყო.

კორონავირუსის 5 068 ახალი შემთხვევიდან 1 959 თბილისში გამოვლინდა, იმერეთში – 980

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 068 ახალი შემთხვევიდან 1 959 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, აჭარაში - 483, იმერეთში -...

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 ადამიანი გარდაიცვალა, სულ – 1425

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 068 შემთხვევა გამოვლინდა, 38 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო  2336...

საქართველოში კორონავირუსის 5 068 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 068 შემთხვევა გამოვლინდა, 38 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო  2336...

ჩემი, იაგოს და ვახოს გზები გაიყო – აღარ ვაპირებ მათთან ერთად “გირჩის“ კეთებას –...

პარტია გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, თავის თანაპარტიელებთან, იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე...

სამეგრელოში, სასწრაფოს მანქანა, რომელსაც დაშავებული გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

სამეგრელოში, ჩხოროწყუ-მუხურის გზაზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი, რომელსაც დაშავებული გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფოს მანქანა საპირისპირო...

კორონავირუსით თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარი გარდაიცვალა

2 დეკემბერს კორონავირუსით თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მღვდელი დავით მაჩიტაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას "საპატრიარქოს...

საქართველოში COVID-19-ით რეინფიცირების 3 შემთხვევაა დაფიქსირებული – ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 3 შემთხვევაა დაფიქსირდა. მისი განმარტებით, შესაძლოა...

რას გულისხმობს ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის“ განახლება

„ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, საქართველოსთვის, პრაქტიკული ინსტრუმენტების გაძლიერების თვალსაზრისით“ - აცხადებს...

სხვა სიახლეები

“საიდან ამდენი ღვარძლი, ბოღმა და სიძულვილი?“– თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთ კოლეგას უპირისპირდება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მორიგ ვრცელ წერილს აქვეყნებს და ისევ კოლეგებს უპირისპირდება. ამჯერად მისი კრიტიკის ობიექტი ინფექციონისტი გიორგი კანდელაკია,...

ჯანმრთელობა

“დიახ, ბატონო თენგიზ, შეცდომაა კოვიდსასტუმროები“ – ირმა კვიცარიძე

ინსბურგის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი, ირმა კვიცარიძე ამბობს, რომ საქართველოში კოვიდსასტუმროები არის შეცდომა. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი"...

შოუ ბიზნესი

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა ამიერიდან ელიოტი დაუძახონ

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა მას ელიოტი დაუძახონ, გარდა ამისა, მასზე საუბრისას მამრობითი სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელი გამოიყენონ. მსახიობი, რომელიც კანადაში დაიბადა...

ვიდეო