ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის რეფორმა და კიდევ უფრო მეტად გამოყენება არის ერთ-ერთი გზა არსებული მართლსაჯულების სისტემის გაჯანსაღებისთვის. ზოგადად, მართლსაჯულება ეკუთვნოდა ხალხს და, შესაბამისად, კარგი იქნება თუ ნაცვლად იმ მოსამართლეებისა, რომელიც ჩვენ, მაგალითად, გუშინ ვიხილეთ, ზოგადად ვიცით, ვინ არიან სისტემაში – ვგულისხმობ, სანქცირებულ მოსამართლეებს, რომ მათ ნაცლად საზოგადოება მეტად იქნება ჩართული და დაიბრუნებს მანდატს, რომ განსაჯონ ადამიანები. სწორედ მათი გადმოსახედიდან მოხდეს, ან ბრალეულად ცნობა ან მათი გამართლება. ეს არის ამ პრობლემურ სისტემაში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გზა მართლსაჯულების გაჯანსაღების.

აცხადებს GDI-ის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი.