ნაციონალური მოძრაობის რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი, დავით კირტიკაძე ამბობს, რომ მარნეულის საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან”, ილხამ გასანოვმა მმართველი გუნდი დატოვა და “ნაციონალურ მოძრაობას” შეუერთდა.
მისი თქმით, გასანოვმა გადაწყვეტილება ძალადობის ფაქტების შემდეგ მიიღო.
“ყველა იმ ფაქტის შემდეგ, რაც ჩაიდინა “ქართულმა ოცნებამ”, მან გადაწყვიტა დატოვოს “ქართული ოცნება” და შემოუერთდეს “ნაციონალურ მოძრაობას”. ის არის მარნეულის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი. მან დააფიქსირა სამოქალაქო პოზიცია, რომ ასე ძალადობრივად გაგრძელება არ შეიძლება”,- განაცხადა კირკიტაძემ.