მარნეულში მოქალაქეები კომენდანტის საათს არღვევენ და ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ

მარნეულის ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა კომენდანტის საათის შეზღუდვას არღვევს და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს. მათ შეუერთდნენ თბილისიდან ჩასული მოძრაობა “საქართველოსთვის” აქტივისტებიც.

მარნეულის ცენტრში შეკრებილი მოქალაქეები კოცონის წინ ცეკვავენ და ერთმანეთს დღესასწაულს ულოცავენ. მათ დაკავებული აქვთ სამანქანის გზის ნაწილიც.

ცნობისთვის, ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემის წარმომადგენელებმა პრემიერმინისტრს ერთი ღამით კომენდანტის საათის მოხსნის თხოვნთ მიმართა, თუმცა მთავრობამ შეზღუდვა არ მოხსნა.