უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი ამბობს, რომ მარტში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გაფრინდა, რათა კიევის აღებას დალოდებოდა.მისი თქმით, რუსეთმა უკრაინის ხელჩი ჩაგდების ორი გეგმა მოამზადა. მისი თქმით, პირველი ეტაპი იყო მარცხენა სანაპიროს და კიევის აღება, შემდეგ კი დაიგეგმა უკრაინის მთელი ტერიტორიის, მათ შორის ლვივის აღება.
“კიევის აღების შემდეგ, რუსებს 19 დღეში უკრაინის მთელი ტერიტორიის, მათ შორის ლვივის აღება სურდათ”, – თქვა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.