პოლონეთის პრემიერ მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ თქვა, რომ ბევრ დასავლელ პოლიტიკოსს გაუჭირდა თავად იმ აზრის მიღება, რომ რუსეთს შეეძლო უკრაინაში შეჭრა.
ცნობილი პოლონელი ასტრონომის სამშობლოში„პუტინის გადაწყვეტილება უკრაინაზე თავდასხმის შესახებ ბევრისთვის ისეთივე რთული იყო, როგორც კოპერნიკის თეზისი იმის შესახებ, რომ დედამიწა მზის გარშემო ტრიალებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დღეს ქალაქ ტორუნში გამოსვლისას,.
„სათბურის პირობებმა, რომელშიც მრავალი დასავლელი პოლიტიკოსი და დასავლური ელიტა ცხოვრობდა, მათ გონება მიაძინა“, დასძინა მორავიეცკიმ.