მაქსიმალური სასჯელი 1 წელი და 6 თვე – 5 ივლისის საქმეზე ბრალდებულთა ნაწილის განაჩენი ცნობილია

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 5 ივლისს, ერთ ეპიზოდზე, მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებული თავდასხმისთვის ბრალდებულების ნაწილს 1 წელი და 3 თვე, ასევე 1 წელი და 6 თვე, ნაწილს კი – გირაო შეეფარდა.  საქმის ეს ეპიზოდი „მთავარი არხის” ჟურნალისტის, დეა მამისეიშვილის და ამავე კომპანიის ოპერატორის, დავით ახალაძის, „ფორმულას” ჟურნალისტის, რატი წვერავას, „იმედის” ჟურნალისტის, დიმიტრი ყირიმლიშვილის და ამავე მაუწყებლის ოპერატორის, შოთა კერვალიშვილის, „ტაბულას” ჟურნალისტის, მაკა ჯაბუას, “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტის, თორნიკე მანდარიას და ამავე მედიასაშუალების ოპერატორის, დავით ქორიძის, „რუსთავი 2″-ის ოპერატორის, ბექა ათაბეგაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ეხება.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით:

გიორგი ნასყიდაშვილი – 1 წელი და სამი თვე;
გიორგი კახიანი – 1 წელი და სამი თვე;
რომეო კეკუტია – 1 წელი და სამი თვე;
უშანგი დათუნაშვილი – 1 წელი და 3 თვე;
ზაზა მჭედლიძე – 1 წელი და სამი თვე;
თემურ ხარაული – 1 წელი და ერთი თვე;
ილია ქებაძე – 1 წლით და 6 თვე;
უშანგი დათუნაშვილი – 5000 ლარიანი გირაო;

აღსანიშნავი ფაქტია, რომ მოძალადეების დაკავებიდან უკვე 10 თვეა გასული და ისინი საპატიმროს რამდენიმე თვეში დატოვებენ.

საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.