“მგლოვიარეა და 40-ის მერე ვუპასუხებ ჩემი ლექსიკით“–ირაკლი ოქრუაშვილი გიორგი ვაშაძეს პასუხობს

პარტია გამარჯვებული საქართველოს ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ფეისბუქით პასუხობს:
“პრემიერ-მინისტრ ვაშაძეს უთქვამს ოქრუაშვილმა ოპოზიციასთან მიმართებაში ლექსიკა აკონტროლოსო.
მგლოვიარეა და 40-ის მერე ვუპასუხებ ჩემი ლექსიკით.“– წერს ოქრუაშვილი.

გიორგი ვაშაძემ დღეს ირაკლი ოქრუაშვილს მოუწოდა ლექსიკა გააკონტროლოს. მიზეზი ირაკლი ოქრუაშვილის სტატუსი გახდა რიგგარეშე არჩევნების 2022 წელს ჩატარებასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის განცხადებასთან დაკავშირებით.

ვაშაძის თქმით, ოპოზიცია ნებისმიერ იდეაზე უნდა მსჯელობდეს, ხაზარაძის ლანძღვა კი პოლიტიკას არ სჭირდება. ის ირაკლი ოქრუაშვილს, რომელმაც მამუკა ხაზარაძეს ვაჭარი უწოდა, მოუწოდებს, რომ “ლექსიკა აკონტროლოს.”

“პოლიტიკას ნამდვილად არ სჭირდება პერსონალურ შეურაცხყოფებზე გადასვლა. ვგულისხმობ ირაკლი ოქრუაშვილს. ყველა გააკონტროლოს საკუთარი ლექსიკა, მე მოვუწოდებ, იმიტომ რომ თუ ასეთი სიტყვებით საუბარი აზიანებს ოპოზიციასაც, პოლიტიკასაც და აჩენს უნდობლობას. თუ ასეთი ფრაზეოლოგიით საუბრობ პოლიტიკაში, რისი გამკეთებელი ხარ საერთოდ?! ეს არის ჩვენი კულტურა?! იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ბოლო და უკანასკნელი”,– თქვა ვაშაძემ ტვ პირველთან საუბრისას.

მანვე აღნიშნა, რომ “უზრდელობასა და კრიტიკას შორის დიდი სხვაობაა”.

გამარჯვებული საქართველოს ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი მამუკა ხაზარაძის განცხადებას ვეფხისტყაოსნის ციტატით გამოეხმაურა.

“მამუკა ხაზარაძეს:
თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი,
შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხშენით თანა კარნი;
მარტო მნახეთ, ვით შევება, ვით ვიხმარნე ლომნი მხარნი!

მეკობრისა ნავისანი სისხლნი ჰნახნეთ მონაღვარნი”.

2022 არა, 22%-იანი განაკვეთი, ბებიაშენისამ…”,– წერს ოქრუაშვილი Facebook–ზე.