“მდგომარეობა არაა სახარბიელო” – ხიდაშელს და უსუფაშვილს COVID-19 დაუდასტურდათ

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თინა ხიდაშელს და მის მეუღლეს, პარტია “ლელოს” ერთ-ერთ ლიდერს, დავით უსუფაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, მდგომარეობა რთული არაა, მაგრამ არც სახარბიელო.

“მოგესალმებით მეგობრებო, თინას თხოვნით ვაქვეყნებთ სტატუსს, ჟურნალისტებს გვინდა გამცნოთ, რომ სამწუხაროდ თინა ხიდაშელს, დავით უსუფაშვილს და მთელს ოჯახს, ორშაბათს კოვიდი დაუდასტურდათ. მდგომარეობა რთული არაა, მაგრამ არც სახარბიელო.
ბოდიშს გიხდით, მაგრამ მინიმუმ ერთი კვირა, ვერ იქნებიან კონტაქტზე”,– წერია ხიდაშელის Facebook–ზე გავრცელებულ განცხადებაში.