“მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნება” – პენიტენციური მზია ამაღლობელზე

ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია. მასზე მონიტორინგი მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში. ლაბორატორიული კვლევები ტარდება პრაქტიკულად ყოველდღიურად. მნიშვნელოვანი სახის ცვლილებები არ აღინიშნება – აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი მალხაზ ურთქმელიძე მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, რომელიც უკვე 20 დღეა შიმშილობს.

ბრალდებულს ყოველდღიურად ხვდება სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ეცნობა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია ადვოკატისთვისაც, მისი მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის ნებისმიერი პატიმრის უსაფრთხოება და ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრიორიტეტულია. ამ ეტაპზე, მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეში არ არის. მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა კვლავ გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში.

მოვუწოდებთ მზია ამაღლობელს შეწყვიტოს შიმშილობა მისი ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.” – ამბობს ურთქმელიძე.