“დღეს ჩვენ ვიხილეთ დამარცხებული ხელისუფლების პანიკაში მყოფი კომენტატორის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი, რომელიც იმის საბოლოო დასტურია, რომ ხელისუფლებამ ძალიან კარგად გაიგო, რომ ის არჩევნებს აგებს. ამიტომაც არის ქართული ოცნება პანიკაში. ეს ბრიფინგი კარგად ასახავს, როგორი გამწარებულია მამუკა მდინარაძე და მთელი ქართული ოცნება იმით, რომ კოალიცია ძლიერმა საქართველომ მათ საქართველოს წინააღმდეგ სქემა ჩამოვუშალეთ, რომელსაც მმართველი გუნდი 12 წლის განმავლობაში იყენებდა. ივანიშვილი და მისი გუნდი 12 წლის განმავლობაში ცდილობდა, ქართული პოლიტიკური ველი ორპოლუსიანი, მკვეთრად პოლარიზებული ყოფილიყო და ქართველ ხალხს მხოლოდ 2 არჩევანი ჰქონოდა – ან ქართული ოცნება, ან ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ არჩევნებისთვის მათ მიერ შექმნილი ეს სქემა ჩამოვშალეთ […]
მამუკა მდინარაძის განცხადება პირდაპირ მოსკოვშია დაწერილი და ის КГБ-ს პარანოიდულ მითს იმეორებს იმის შესახებ, რომ თითქოს, საქართველოში ოპოზიციას დასავლეთი აკონტროლებს. მათ თავადაც ძალიან კარგად იციან, რომ ეს КГБ-ს მიერ შეთხზული ტყუილია”.
ასე გამოეხმაურა, კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებებს .