მდინარე წყალწითელაში მანქანა გადავარდა – გარდაიცვალა 2 ახალგაზრდა

ქუთაისში, მდინარე წყალწითელაში ავტომობილი გადავარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი გარდაიცვალა, დაშავდა 3 პირი. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მომდინარეობს, მაშველებმა ავტომობილი უკვე ამოიყვანეს.

გარდაცვლილები 20 წლამდე ახალგაზრდები არიან. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.