მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული: ადრენალინი არ გამიკეთებია, არ ჩავთვალე საჭიროდ

“რუსთავი 2” ასაჯაროებს გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ექიმის, ვიოლეტა ინასარიძის ჩვენებას, რომელიც მან გამოძიებას მისცა.

ბრალდებული მეორე ჩვენებაში აღიარებს, რომ როცა ექთანი ცუდად გახდა, მისთვის სამედიცინო დახმარება არ გაუწევია.

“მე მეგონა, რომ უბრალო რეაქცია მისცა, ანუ რაღაც ალერგიული რეაქცია, იმიტომ, ასეთი რაღაცა მინახია ძალიან ბევრი, ეს არის ჩვეულებრივი, შეიძლება ემოციურიც იყო, ემოციური ბავშვიც იყო და ჩავთვალე, რომ არ იყო საგანგაშო სიტუაცია.

პრინციპში არაფერი არ მიქნია, უბრალოდ ვკითხე, როგორ იყო და საიმედო ადამიანს ჩავაბარე,”- აღნიშნავს მედიკოსი შეცვლილი ჩვენებაში და ადასტურებს, რომ მეგი ბაქრაძისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია:

“არა არაფერი არ გამიკეთებია, იმიტომ რომ არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ თითქოს ეს იყო ანაფილაქისს მაჩვენებელი”,– აღნიშნავს ბრალდებული ჩვენებაში, რომელსაც რუსთავი 2 ავრცელებს.

გუშინ პროკურატურამ მეგი ბაქრაძის საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ახალციხის კლინიკია “იმედის” 2 ექიმსა და 1 ექთანს ბრალი წარუდგინა.

 

ჭიჭინაძე: გახარია შექმნის პოლიტიკურ კრიზისს და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები

პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" ლიდერი ეხმიანება ქართული ოცნებიდან გიორგი გახარიას გუნდის წასვლას და ამბობს, რომ...

სამხარაძე გახარიაზე: 20 ივნისის შემდეგ ოცნებამ დაიცვა, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა

ქართული ოცნების დეპუტატი მმართველო გუნდიდან 6 პარლამენტარის წასვლას ეხმიანება და ამბობს, რომ გახარია პარტიამ...

ოჯახი დავით კოდუას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს

ბიზნესმენ დავით კოდუას ოჯახი ითხოვს, სასამართლომ დავით კოდუა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლოს და შემაკავებელი ორდერი...

მხარს დავუჭერთ ინიციატივას, რაც განმუხტავს რადიკალიზაცას – ხოჯევანიშვილი ვადამდელ არჩევნებზე

ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა ისეთ ინიციატივას, რომელიც განმუხტავს რადიკალიზაციას -განაცხადა, გიორგი ხოჯევანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ...

გახარიამ კიდევ ერთხელ გამოავლინა არათანმიმდევრული დამოკიდებულება – თალაკვაძე

გახარიამ კიდევ ერთხელ გამოავლინა არათანმიმდევრული დამოკიდებულება -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. "ის არათანმიმდევრული...

გიორგი გახარიას გუნდმა “ქართული ოცნება” დატოვა

გიორგი გახარიას გუნდმა "ქართული ოცნება" დატოვა. საგანგებო განცხადება გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში გააკეთა. კერძოდ, მმართველი პარტია...

სასაფლაოზე ქეიფი უნდა აიკრძალოს – პაატა იმნაძე

''სასაფლაოზე ქეიფი უნდა აიკრძალოს ''- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 863 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 896...

სხვა სიახლეები

“მის მსოფლიო 2020“ დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც სცენაზე სკანდალი მოაწყო. ნახეთ ვიდეო

შრი–ლანკის პოლიციამ მის მსოფლიოს ტიტულის მფლობელი დააკავა მას შემდეგ, რაც მან 2021 წლის მის შრი–ლანკას გვირგვინი წაართვა. პუშიპკა დე სილვა, რომელმაც წელს გათხოვილი ქალების სილამაზის...

ჯანმრთელობა

“ეს უკიდურესად იშვიათი გართულებაა და რაოდენობრივად ახლოსაც ვერ მოვა კოვიდით გამოწვეულ თრომბოტულ რისკებთან” – ნანა გეგეჭკორი ასტრაზენეკას გვერდით მოვლენებზე

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ფეისბუქით ეხმაურება ევროპის წამლის სააგენტოს უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  დადასტურდა უიშვიათესი კავშირები AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის...

შოუ ბიზნესი

“ქალებმა 1937 წელი დაიწყეს! რეპრესიები!” – რობერტ სტურუა ბესო ზანგურის ძალადობის შესახებ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება

"ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქ ა ლ ე ბ მ ა 1937 წელი დაიწყეს! რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!"- წერს...

ვიდეო