მედვედჩუკი პუტინსა და ზელენსკის მარიუპოლელებში მის გაცვლას სთხოვს (ვიდეო)

უკრაინის რადას პრორუსი დეპუტატი, პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი, ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც 12 აპრილს უკრაინაში დააკავეს, პუტინს და ზელენსკის სთხოვს, უკრაინულმა მხარემ ის გაცვალოს მარიუპოლის მცველებსა და მოსახლეობაზე გაცვალოს, რომლებიც ახლა მარიუპოლში იმყოფებიან და არ აქვთ საშუალება, ქალაქი ჰუმანიტარული კორიდორით დატოვონ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მის ვიდეომიმართვას Facebook-ზე ავრცელებს:

უკრაინული მხარის ცნობით, მარიუპოლში ამ დროისთვის დაახლოებით 120 000 მშვიდობიანი მოქალაქე რჩება. ქალაქის დაცვას აგრძელებს აზოვის პოლკი და 36-ე საზღვაო ბრიგადის ჯარისკაცები.