“დღეს ეს ინფორმაცია უნდა ინახებოდეს ორ ადგილას, როგორიცაა ცესკოს სერვერები და ელექტრონული აპარატები. ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარეობს ცესკოს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლა.

ამის დასტურია, ის აბსურდული პასუხი, რომელიც ცესკო-მ მოგვაწოდა. თითოეული დაგვიანებული დღე ჰქმნის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების განადგურების რისკს, რაც მხოლოდ ქართული ოცნების ინტერესშია.

ამიტომ ჩვენ მივმართეთ სასამართლოს მოთხოვნით, უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის დაცვა, ყველგან, სადაც ის ინახება და აიძულოს ცესკო შეასრულოს ჩვენი მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული ოცნება მოახერხებს მტკიცებულებების განადგურებას ნებისმიერი ობიექტური გამოძიებისთვის და შეუძლებელი გახდება ასობით ამომრჩევლის საარჩევნო უფლების დაცვა”,

განაცხადა ამის შესახებ, გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.