პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ სანქციებს პერსპექტივა არ აქვს.
„მელას რაც ესიზმრებოდა, ის ეჩვენებოდაო, თუ როგორც არის… ამასთან დაკავშირებით სანქციებს პერსპექტივა არ აქვს. ყველა ერთად რომ მოინდომოთ მთელმა გუნდმა, რომელიც ამ „ფეიკ ნიუსებს“ ამზადებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე მტკიცებით, ნიკა მელიას საქმეზე პროკურატურის გუშინდელი განცხადება თანმიმდევრულია.
„პროკურატურა თანმიმდევრულია. ვთქვათ ჩემს პოზიციას უფრო შეესაბამება გია ბარამიძის პოზიცია, რომელიც ამბობდა, რომ მე რომ შს მინისტრი ვყოფილიყავი იმ წუთშივე დავაკავებდი, როგორც კი გადაცდა კანონსო. ამ შემთხვევაში, ჩემს თავს დავიმცირებ და ვიტყვი, რომ პროკურატურის გადაწყვეტილება, როგორც სასამართლოს გადაწყვეტილება ისაა, რასაც ყველა უნდა დათანხმდეს”, – აღნიშნა ვოლსკიმ.