მელაშვილი-ილიჩოვას საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინასასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება, მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ. სასამართლო პროცესს ბრალდებულებიც დაესწრებიან.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა. გირაოს თანხა მათ მოქალაქეებმა 2 საათში შეუგროვეს.