მელიასთან და მის გაბანძებულ პარტიასთან ანგარიშები მაქვს და ყველა სიტყვაზე პასუხისგება მოუწევს – ელისაშვილი

ანგარიშები მაქვს მასთან და აუცილებლად გავარკვევ. ბატონ მელიას და მის გაბანძებულ პარტიას ჩემთან დაკავშირებით რასაც ლაპარაკობდა ყველა სიტყვაზე პასუხისგება მოუწევს – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

„სადღაც შევხვდებით მე და ნიკა მელია რა თქმა უნდა, მაგრამ ეს შეხვედრა იქნება საჯარო. სად და რანაირად შევხვდები, ამას ყველა დაინახავთ. ანგარიშები მაქვს მასთან და აუცილებლად გავარკვევ. ბატონ მელიას და მის გაბანძებულ პარტიას ჩემთან დაკავშირებით რასაც ლაპარაკობდა ყველა სიტყვაზე პასუხისგება მოუწევს. კაცს რომ ნაგვის ყუთი ჩამოამხეს თავზე ხომ გახსოვთ?! – რატომ შეხვედი აჭარის უზენაეს საბჭოშიო. ჩვენ სამი თვე რომ გვლანძღავდნენ, გვწყევლიდნენ და გვკრულავდნენ, პარლამენტში რატომ შეხვედითო და თვითონ არ შემოდიან? ნელ-ნელა რომ იპარებიან? ხომ არიან ღირსები ის ნაგვის ყუთები თავზე დავამხოთ. ღირსები არიან, ნამდვილად ღირსები არიან, იმიტომ რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავი გაიბანძა. სხვას რაზეც ლანძღავდნენ, თვითონაც იგივეს აკეთებდნენ. ერთი სული აქვთ „ნაციონალურ მოძრაობაში“ როდის შემოვლენ პარლამენტში, 99%-ს უნდა შემოსვლა, რამდენიმეა, ვისაც არ უნდა შემოსვლა. მე და ლევანს ვერ გაგვიბედეს, იმ წესიერ კაცს დაახურეს ნაგვის ყუთი თავზე. სანაგვისყუთე საქციელს თვითონ არ ჩადიან? ცოტა წინ ხომ უნდა გაიხედო?!

რაც შეეხება არჩევნებს, პოლიტიკოსს თავისი შეცდომის აღიარება უნდა შეეძლოს. ყველაზე ადრე მივხვდით, რომ არ გაყალბებულა იმ მასშტაბით, როგორც იქამდე გვეგონა. ვერ ამტკიცებ ამ გაყალბებას. პირველ დღეებში გვეჩვენებოდა, რომ გაცილებით მეტად გაყალბდა. ამას ვაღიარებთ, რომ ეს იყო ჩვენი შეცდომა, მაგრამ ამას დროზე მივხვდით. „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა სხვისი ხელით ნარის გლეჯა. პარლამენტში შესულები ლანძღონ, ციხიდან ვინც შეთანხმებით გამოიყვანა ისინიც ლანძღონ და მერე ქუსლებით, შემოკაკუნდნენ ქუსლებიანი ფეხსაცმელებით პარლამენტში.თვითმმართველობის არჩევნებში არცერთ ტურში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს მხარს არ დავუჭერთ,“- განაცხადა ელისაშვილმა.

“მე რომ მომცენ დღეს უფლება, სიამოვნებით წავალ მოსკოვში” – იმედა კახიანის თქმით, ეს მსახიობებისთვის...

მსახიობმა იმედა კახიანმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მსახიობების მხრიდან რუსეთში ჩასვლა და იქ...

ამერიკამ და ევროკავშირმა ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესეს

ბელარუსი, შეერთებული შტატების, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და კანადის მიერ დაწესებულ დამატებით სანქციებზე აცხადებს, რომ...

გახელაძის გასათავისუფლებლად, ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს წერილობითი თხოვნით მიმართა

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ, რუსეთის პატრიარქს, თხოვნით მიმართა, რომ ჩაერთოს ზაზა გახელაძის გათავისუფლების პროცესში,...

პარლამენტმა მთავრობას კოვიდშეზღუდვების დაწესების უფლება 2022 წლამდე გაუხანგრძლივა

პარლამენტმა მთავრობას კოვიდშეზღუდვების დაწესების უფლება 2022 წლის 1 იანვრამდე გაუხანგრძლივა. პროექტი დღეს დაჩქარებული წესით...

„არ გაიტეხოთ გული, რომ ვაქცინაცია დაგვიანდა“ – თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაციის შეფერხების მიზეზებზე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაციის პროცესის დროს შეფერხებებზე საუბრობს და ამბობს, რომ წლის...

“ღირსების მარში” ვერ შედგება საქართველოში, ამას არ დავუშვებთ! -მეუფე გიორგი ჯამდელიანი

ვერ შედგება საქართველოში, ამას არ დავუშვებთ! - ასე ეხმაურება, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე...

თუ არ გჭირდებათ იმუნიტეტი რას შემოდიოდით პარლამენტში? – ოხანაშვილი ოპოზიციას

თუ არ გჭირდებათ იმუნიტეტი რას შემოდიოდით პარლამენტში? დატოვეთ მანდატი და წაბრძანდით, - ასე მიმართა იურიდიულ...

“ასეთი უუნარობაც კი სტატისტიკურად შეუძლებელია!“–სააკაშვილი ჩავარდნილ ვაქცინაციზე

საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის დეფიციტთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე ეხმაურება: “ახლა...

“წყობიდან გამოვედი… ბოდიში ყველასთან, მათ შორის ოპონენტთან და წამყვანთან” – ზურაბ ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძესთან დებატებზე

ზურაბ ჯაფარიძე "ფეისბუქზე" წერს, რომ "დღის კურიერში" თენგიზ ცერცვაძესთან დებატების დროს "წყობიდან გამოვიდა" და ამის გამო ბოდიშს იხდის. "წყობიდან გამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე საკუთარ თავს...

ამერიკა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებში მილიარდობით დოლარს დებს

შეერთებული შტატების ინვესტიცია კოვიდ-19-ის ანტივირუსული პრეპარატების შექმნის საქმეში და ასევე, პოტენციურად სხვა სახიფათო ვირუსულ პანდემიებთან ბრძოლაში, 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა...

“მე რომ მომცენ დღეს უფლება, სიამოვნებით წავალ მოსკოვში” – იმედა კახიანის თქმით, ეს მსახიობებისთვის ერთადერთი იარაღია

მსახიობმა იმედა კახიანმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მსახიობების მხრიდან რუსეთში ჩასვლა და იქ სპექტაკლის გამართვა, საკუთარი ქვეყნის დაცვის ერთგვარი ხერხია. მისივე მოსაზრებით, ეს არის...