მელიას დაკავება დემოკრატიის უკუსვლის აისბერგის წვერია – გრეგოროვა

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ნიკა მელიას დაკავებას ეხმიანება და დემოკრატიის უკუსვლად აფასებს.

“აბსოლუტურად იმედგამაცრუებელი მოვლენები ვითარდება საქართველოში. ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება დემოკრატიის უკუსვლის აისბერგის წვერია. პოლიტიკური პატიმრების სიაში მატება ევროპისაკენ პროგრესის გზა არაა”. – წერს ის ტვიტერზე.