მელიას თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, მერია წვევამდელების ჯარში გაწვევაზე უარს იტყვის

ენმ-ის თავჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია ამბობს, რომ მისი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი მონაწილეობას აღარ მიიღებს იმ ახალგაზრდების ჯარში გაწვევაში, რომლებიც ადმინისტრაციულ შენობებთან დაცვის ფუნქციას ასრულებენ.

“თავდაცვის სამინისტრო ჯარში იწვევს წვევამდელებს, მაგრამ სინამდვილეში კარისკაცებად და დარაჯებად აყენებს მოდულის და სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებთან ახალგაზრდებს. ამ ყველაფერს აორგანიზებინებს მუნიციპალიტეტებს, მათ შორის დედაქალაქის მერიას ანუ თბილისის მერიას და სხვადასხვა გამგეობებს. მე თავად ვიყავი გამგებელი და ვერცერთი დღე ვერ ვხვდებოდი, რა მთაწმინდის გამგეობის საქმე იყო, ახალგაზრდა ადამიანი მოიყვანო გამგეობაში, სტრესის ქვეშ ამყოფო, განცხადება დააწერინო და შემდეგ ეს ადამიანი გადააგზავნო რომელიღაც სამინისტროში.

დედაქალაქის მერია და გამგეობები არ შეუწყობენ ხელს ახალგაზრდებისთვის ცხოვრების დამახინჯებას. ჩვენი გამარჯვებისთანავე, ერთ-ერთი პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ მოდულის შენობასთან​კარისკაცებად და დარაჯებად ბატონ გომელაურს ახალგაზრდებს აღარ დავუყენებთ, არც ამ ხელისუფლებას კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე და არც არსად”, – ამბობს მელია.

სათოფეზე არ შეიძლება სააკაშვილის ხელისუფლებასთან გაკარება – ელისაშვილი

"რა გვითხრა იცით სააკაშვილმა? სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება, სათოფეზე. ეს გვითხრა გუშინ...

ხალხს უნდა ვაჩვენოთ, რომ ამოცანად მაინცდამაინც ოცნების ხელისუფლებიდან გაშვება არ გვაქვს – ვაშაძე

"თუ ჩვენ არ გამოვიტანეთ დასკვნები იმ შედეგებიდან ამ ორი ბოლო არჩევნების შედეგად მივიღეთ, ვერ...

ამისთანა კოჭლი იხვი, ფუნქციადაკარგული არცერთი პარლამენტი არ ყოფილა – უგულავა

"ეს მთელი უმრავლესობა არის ერთსახოვანი მასა, რომელსაც ლიმონკა აქვს გახსნილი ხელში და როდის აუფეთქდება,...

სახელმწიფოს დავა არ წაუგია, ეს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაა – კალაძე 80 მლნ-ზე

თბილისის მერი კახა კალაძე, რომლის ენერგეტიკის მინისტრობის დროსაც დაიწყო რუსულ ენერგოკომპანია Inter RAO-სთან, სტოკჰოლმის...

სააკაშვილი მზად არის ხვალინდელი დღისთვის – მკურნალი ექიმი

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, ნინო გოგორიშვილი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი ხვალინდელი დღისთვის მზადაა. "მზად არის ხვალინდელი...

ღარიბაშვილი მიშელმა და ფონ დერ ლაიენმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიიწვიეს

საქართველოს მთავრობის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა...

ბიზნესმა მთავრობას ხელი შეუშალოს აღსრულებაში – ხვიჩია მწვანე პასპორტებზე

"მწვანე პასპორტი არსად არ უნდა ამოქმედდეს. ბიზნესმა პატივი უნდა სცეს თავის კლიენტურას და ხელი შეუშალოს...

მიუნხენში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აფეთქდა – არიან დაშავებულები

გერმანიაში, მიუნხენში, მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოგდებული 250-კილოგრამიანი ბომბი აფეთქდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს....

რა ვარჯიშები დაეხმარა ანჯელინა ჯოლის ახალი ფილმისთვის სხეულის სრულყოფაში

ცოტა ხნის წინ პოტკასტ Disney — D23 Inside–ისთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ ისაუბრა ვარჯიშების უნიკალურ მეთოდზე, რომელიც ახალ ფილმში – “მარადიულნი“ მისი როლისთვის...

რატომ არ ღირს პანიკა კოვიდის ახალი ვარიანტის გამო–ფაქტები “ომიკრონზე“

კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ მსოფლიომ გასული კვირის მეორე ნახევარში შეიტყო, შაბათ–კვირას კი ის უკვე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში აღმოაჩინეს, მიუხედავად საზღვრების ჩაკეტვისა და სხვა ზომებისა,...

ანიტა რაჭველიშვილი დედა გახდა

ცნობილი ქართველი მეცო–სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი დედა გახდა. მას პირველი შვილი– გოგონა ლილე შეეძინა. მომღერალი შვილთან ერთად სამშობიაროში გადაღებულ ფოტოს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს. კლინიკა,...