მელია დაჭერილი არ არის. კარების გასაღები მის ხელშია, შეუძლია, გააღოს და გამოვიდეს. ეს დაჭერაა? – კახაძე

ნიკა მელია დაჭერილი არ არის. კარების გასაღები მის ხელშია, შეუძლია, გააღოს და გამოვიდეს. ეს დაჭერაა? – აცხადებს ტელეკომპანია “ფორმულასთან” საუბრისას “ქართული ოცნების” წევრი ლადო კახაძე.

“გასაღები ნიკა მელიას ხელშია. პირდაპირ განაცხადა პროკურატურამ, რომ ჩვენი თვითმიზანი მისი დაჭერა არ არისო. მელია დაჭერილი არ არის, როგორ არის დაჭერილი? პროკურატურამ ცალსახად თქვა, რომ გასაღები მის ხელშია. კარების გასაღები მის ხელშია, შეუძლია, გააღოს და გამოვიდეს. ეს დაჭერაა? ეს არის დაკვეთა. დაკვეთა სხვა ქვეყნიდანაა და ვიცით საიდანაც მოდის, რომ გაამწვავოს პოლიტიკური სიტუაცია. ამას ხვდება მთელი მსოფლიო. თვალები ბევრ რამეზე ამეხილაო მიშელმა თქვა. ჩამოვიდა და ყველაფერი ნახა, არა მარტო საზღვარი, რუსები რას გვიშვრებიან – გვაუბედურებენ და გვაწიოკებენ”, – აცხადებს კახაძე.

შეგახსენებთ, მანამდე პროკურატურამ განაცხადა, რომ ნიკა მელია თუ გირაოს გადაიხდის, უწყება სასამართლოს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს.