ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ციხიდან ტვ პირველს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ამბობს, რომ ხელისუფლება დილემის წინაშე დგას.
მისი თქმით, თუ გაათავისუფლებენ, ოპოზიციის აქციამდე, 15 მაისამდე საქართველოს შემოივლის და თავისუფლებაზე ყოფნის ყველა უპირატესობას გამოიყენებს.
„ივანიშვილი და მისი წარმომადგენლები დილემის წინაშე დგანან. პირველი: ფიქრობენ, თუ გამომიშვეს მოლაპარაკებების მაგიდასთან დავჯდები და ჩემი მორალური და ფსიქოლოგიური უპირატესობა, მათთვის დიდი დისკომფორტი იქნება.
ასევე 15 მაისამდე მთელ თბილის და საქართველოს შემოვივლი თავისუფლებაზე ყოფნის ყველა უპირატესობას გამოვიყენებ ქვეყნის სასარგებლოდ და მათ საწინააღმდეგოდ. მეორე, საერთაშორისო და ადგილობრივი ზეწოლა უფრო მზარდი გახდება. მსოფლიოში ვერავის ვერ არწმუნებენ, რომ მათ პოლიტიკური პატიმარი არ ჰყავთ“, – წერს ნიკა მელია წერილში.
ცნობისათვის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს გაიმართება.