მერამდენე ტალღაა, რომ არ გვყოფნის საწოლები – პარტია “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ სახელმწიფოს რესურსი საწოლების რაოდენობის გაზრდისთვის უნდა დახარჯულიყო. ამის შესახებ, ბოკერიამ, TV პირველის ეთერში განაცხადა.
“მერამდენე ტალღაა, რომ მორიგ ჯერზე გვაქვს კრიზისი, რომ არ გვყოფნის საწოლები. რისთვის დაიხარჯა ის უზარმაზარი რესურსები, თუ არა იმისთვის უნდა დახარჯულიყო, რომ ეს საწოლების რაოდენობა და მიმღებლობის რესურსი გაზრდილიყო დრამატულად სამედიცინო სექტორის. ვაქცინაციის შემდეგ თუ რამე არის ფაქტორი, ეგ არის. ეგეც ფეხებზე რატომ დაიკიდეს?”, – თქვა გიგა ბოკერიამ.