“თქვენ როდესაც ხართ საქართველოს მოქალაქე და ხართ ქვეყნის გარეთ, გრძნობთ და გჯერათ, რომ ქვეყნისთვის გადამწყვეტი მომენტია, მოგინდებოდათ თუ არა ქვეყანაში ყოფნა? მე მომინდებოდა და ჩამოვიდოდი. ადამიანი ამბობს, მინდა იქ ყოფნა, სადაც ვგრძნობ, ვხედავ, სადაც არის ამ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპი. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, უკიდურესად მშვიდობიანად მოხდეს ეს ყველაფერი და არანაირი პროვოკაციის საშუალება არ მიეცეს ხელისუფლებას.

და რა მერე, რომ დააკავებენ, ქვეყანა დაინგრევა თუ რა მოხდება? ამათ ხელში ციხეში ჯდომა პატივია, პირდაპირ გეუბნებით. ქვეყნის ბრძოლის პროცესში თუკი ოლიგარქის პოლიტიზირებული პროკურორი დაგაკავებს… არ დაუკავებივარ თუ რა?! მხოლოდ გავძლიერდი! დარწმუნებული ვარ, საქართველოს ვერცერთი პატრიოტი მოქალაქე ბიძინა ივანიშვილის სატუსაღოში დიდხანს ვერ გაჩერდება. ვერც არჩევნებს მოიგებენ”

განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა, ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ TV პირველის ეთერში. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა საარჩევნოდ საქართველოში ჩამოსვლა დააანონსა.