მეტეხის ხიდიდან მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა – მაშველებმა მძღოლის გადარჩენა შეძლეს
ცოტა ხნის წინ, მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მაშველებმა მძღოლი უვნებლად ამოიყვანეს.
ამ წუთებში, ადგილზე, ავტომობილის ამოყვანისთვის საჭირო პროცედურები მიმდინარეობს.