“ყველას ვეუბნებოდი, ძმებო, თუ გინდათ ჩხუბი, მოდით ჩემთან. ვარ ძიუდოისტი, სამბისტი. გინდა ძიუდო, გინდა სამბო გინდა წესების გარეშე, მაგრამ კამერების წინ არა, ისე ვაჟკაცურად მოდით… ჩვენ დავურიგეთ ბევრი წამალი დამამშვიდებელი, აბი გლუკოზა, ვიტამინები და დაუმთავრდათ”.

 

ასე ეხმაურება მეუფე გრიგოლ კაცია ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს. 25 აპრილს, სალხინოს ტაძარში მეუფე სტეფანეს მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.