ოთხშაბათი, 27 ნოემბერი , 2024, 06:37

მეუფე სტეფანემ 10-მდე სასულიერო პირი სრულად განკვეთა

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ, 10-მდე სასულიერო პირი სამონაზვნე და სასულიერო დასიდან სრულად განკვეთა. მათ საეკლესიო სამოსის ტარებაც ეკრძალებათ.

მისი თქმით, აღნიშნული სასულიერო პირები პეტრე ცაავას მხარდამჭერები არიან და ისინი არღვევდნენ საეკლესიო კანონებს, ცდილობდნენ ეკლესიაში შუღლის შეტანას, აქეზებდნენ სხვა პირებსა და ეწინააღმდეგებოდნენ პატრიარქს.

მიტროპოლიტი აღნიშნავს, რომ განკვეთილმა სასულიერო პირებმა კელიები დღის ბოლომდე უნდა დატოვონ და საერო ცხოვრებას დაუბრუნდნენ.