ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე ამბობს, რომ ტაძარში არა მისი მხარდაჭერისთვის, არამედ სასუფევლის დასამკვიდრებლად მივიდნენ.
მისი განცხადებით, პარტიას არ ქმნის და მხარდაჭერები არ ჭირდება.
“რა ჰქვია მეუფე სტეფანეს მომხრეები, ვინ ხართ ჩემი მომხრე? ჩემი მომხრეები ხართ? არავინ მინდა, არცერთი მომხრე არ მჭირდება. არავინ დამენახოს ჩემი მომხრე. აქ მოვიდეს ის, ვისაც უნდა უფლის წინაშე, რომ დაიმკვიდროს სასუფეველი ცათა. ვისაც უნდა აღსარება, ზიარება, ვისაც უნდა უფალთან დამკვიდრება, ის ხალხი მოვიდეს, სულ არ მინდა არცერთი ადამიანი, ჩემი მომხრე არ მჭირდება. მე პოლიტიკურ პარტიას არ ვქმნი და არც არავის მოვუწოდებ პოლიტიკური ბრძოლისკენ. დააკვირდით ჩემს ნებისმიერ აქტივობას, რას ვაკეთებდი – ლოცვაზე, წირვაზე მივდივარ და ვიღაცები მეჩხუბებია”,– განაცხადა მეუფე სტეფანემ.
ის ასევე აღნიშნავს, რომ რაც დღეს ჭყონდიდის ეპარქიაში ხდება, იდეოლოგიური შეტევაა მორწმუნე საზოგადოებაზე, რომ რწმენა დააკარგვინონ.