“მეფეა ტიტველი გოგიტაჯან და შენ მასთან შედარებით ვასალი კი არა პლებეა ხარ, რა ჩემი ბრალია. შენ და ხაზარაძე ნიკა მელიას და 20 ივნისის გაშავებას ცდილობთ და ჩვენ რომ “გაგატიტვლოთ” ეგ რატომ არ მოსულა? შენმა “სიშიშვლემ” ქვეყანა მოიცვა და ეგ ჩვენ არ გვიქნია, თავად მიაღწიე მაგას.“
ასე უპასუხა ირაკლი ოქრუაშვილმა გიორგი ვაშაძეს, რომელმაც ტელეკომპანია კავკასიის ეთერში თქვა:
“ირაკლი ოქრუაშვილმა ჩემი ტიტველი ფოტო გამოფინა, რომელიც სუს-მა ამოაგდო ვაიბერის ჩანაწერით. ეს რა პოლიტიკაა, გამაგებინეთ. ტიტველი ფოტო გამომიფინა კაცმა. უბრალოდ ზნეობა ხო არსებობს. ღმერთმა დამიფაროს, მტერიც რომ იყოს, იმის ტიტველი ფოტო გამოვფინო”.
ირაკლი ოქრუაშვილი შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას უპირისპირდება და რამდენიმე დღეა ფეისბუქ სტატუსებს უძღვნის.