მეცნიერებმა დაასახელეს ადამიანის ორგანო,რომელიც არასოდეს ბერდება

დრეზდენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ადამიანის ღვიძლის ასაკი არ არის დამოკიდებული თავად ადამიანის ასაკზე. ჩვენი ღვიძლი ყოველთვის საშუალოდ  სამ წელზე ნაკლები ასაკის არის. ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ღვიძლი ახალგაზრდად რჩება იმის მიუხედავად, თუ რამდენი წლის არის მისი მფლობელი–წერს ScienceAlert.

გერმანელმა მეცნიერებმა ღვიძლის უჯრედების ასაკის ანალიზი შეძლეს და გაარკვიეს, რომ ის ყველთვის ახალგაზრდად  რჩება, მიუხედავად მისი მფლობელის ასაკისა. ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ უჯრედების აღდგენის პროცესი ჩვენს ღვიძლში დაბერების პროცესთან არ არის დაკავშირებული.

მფლობელისგან განსხვავებით ღვიძლი ყოველთვის ახალგაზრდად რჩება

ღვიძლის უჯრედების აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია ორგანოს სწორი ფუნქციონირებისთვის, რომელიც ადამიანის ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების მოშორებით არის დაკავებული. როცა ღვიძლი ტოქსიკურ ნივთიერებებს გადააამუშავებს და ორგანიზმიდან გამოაქვს, მისი უჯრედები ზიანდება, თუმცა უჯრედების აღდგენის პროცესის წყალობით ისევ ნორმაში დგება.

“არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხართ – 20–ის თუ 84–ის. თქვენი ღვიძლი ყოველთვის ახალგაზრდაა. მისი ასაკი ყოველთვის საშუალოდ 3 წელზე ნაკლებია“– ამბობს დრეზდენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევარი ოლაფ ბერგმანი.

ღვიძლის ქსოვილების ნიმუშების კვლევის შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასეთ საშუალო ასაკს ღვიძლი უჯრედების მუდმივი შეცვლის და განახლების წყალობით ინარჩუნებს. ეს უნიკალური პროცესი იმის ფონზე ვითარდება, რომ ორგანიზმი დაბერების დროს თანდათანობით კარგავს სხეულის სხვა ნაწილებში უჯრედების განახლების შესაძლებლობას.

მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ღვიძლში არსებობს უჯრედების ჯგუფი, რომელთა საშუალო ასაკი 10 წელია და ეს ქრომოსომების ნაკრებებს უკავშირდება.

“ჩვენი ორგანიზმის უჯრედების დიდ ნაწილს ჩვენი გენომის ორი ასლი აქვს, მაგრამ ღვიძლში უჯრედების ნაწილი უფრო მეტ ასლს ქმნის. ჩვეულებრივი უჯრედები ღვიძლში დაახლოებით წელიწადში ერთხელ ახდენს განახლებას, იმ დროს, როცა სხვები უფრო იშვიათად განახლდება, ამიტომაც შეიძლება 10 წლამდე იცოცხლონ“–ამბობს ბერგმანი.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ ხანდაზმული უჯრედების პროცენტი ღვიძლში ადამიანის ასაკთან ერთად იზრდება. ეს სავარაუდოდ დამცავი მექანიზმია, რომელიც ღვიძლს ხელს უშლის საშიში მუტაციები დააგროვოს.

“ჯერ კიდევ უნდა დავადგინოთ, მოქმედებს თუ არა მსგავსი მექანიზმი ღვიძლის ავადმყოფობის დროს, რომლებიც შეიძლება კიბოში გადაიზარდოს“ – ამბობს ბერგმანი.

მეცნიერების თქმით, ახალი მონაცემები დიდ შესაძლებლობებს აჩენს ღვიძლის მუშაობის გასაგებად და იმისათვის, რომ მის ჯანმრთელობაზე და დაავადებების დამარცხებაზე უკეთ ვიზრუნოთ. ახლა მეცნიერებს უნდათ უჯრედების ანალიზის საკუთარი მეთოდი გულთან მიმართებაში გამოიყენონ და დაადგინონ, რამდენად ხშირად ხდება გულის უჯრედების განახლება.

ასე უბრალოდ “მინდვრებში” ჩვენთან არავინ ისვრის – პუნიტი კრემენჩუგზე

"ასე უბრალოდ "მინდვრებში" ჩვენთან არავინ ისვრის. როგორც წესი, ეს დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით ხორციელდება. დარწმუნებული...

ოკუპანტების სამხედრო დანაკარგები ომის დაწებიდან დღემდე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. გენშტაბის ცნობით,...

ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხი, ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე–შარლ მიშელი

“გასულ კვირას ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების  პერსპექტივის საკითხი, ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე,...

შესაძლო სცენარების უმრავლესობაში რუსეთი კიდევ უფრო დიდი საფრთხე გახდება–ბრიტანეთის გენშტაბის ახალი უფროსი

ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაურის, გენერალ პატრიკ სანდერსის თქმით რუსეთი, სავარაუდოდ უკრაინასთან ომის დასრულების...

რუსეთმა პენტაგონის კოორდინატები გაასაჯაროვა

რუსეთის კოსმოსურმა სააგენტომ დასავლური ქვეყნების თავდაცვის უწყებების და სხვა სამთავრობო შენობების კოორდინატები გაასაჯაროვა, მათ...

აშშ განაგრძობს საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით – შაჰინი

"სასიამოვნო იყო საქართველოს დელეგაციიდან პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ვცდილობთ ვიყოთ...

ქართველი ხალხი ყოველდღე ცხოვრობს რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე – ჯონსონი

„ქართველი ხალხი ყოველდღე ცხოვრობს რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე. პუტინს არ უნდა მივცეთ უფლება, გამოიყენოს...

პრემიერმა მიშელს უთხრა, რომ EU-ს კანდიდატობისთვის საქართველო აქტიურად იმუშავებს – მთავრობა

"პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ  საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილება იყო. ამით ევროპულმა საბჭომ და...

“პრეზიდენტზე ზეწოლა მისი ოჯახის მეშვეობით შესაძლებელია“–ელენა ზელენსკას ინტერვიუ

უკრაინაში რუსეთის ფართომაშტაბიანი შეჭრის შემდეგ ელენა ზელესკას შვილებთან, ალესანდრასთან და კირილთან ერთად უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია, თუმცა რეგულარულად იცვლიდა ადგილს უსაფრთხოების მიზნით. ამის შესახებ...

ლუდმა შეიძლება ნაწლავების მუშაობა გააუმჯობესოს – მეცნიერების ახალი კვლევა

ითვლება, რომ მიკრობული მრავალფეროვნება ადამიანის ნაწლავებში თავად ნაწლავების ჯანმრთელობის საფუძველია. ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ლუდის ზომიერი მოხმარება შეიძლება დადებითად მოქმედებდეს ამ მრავალფეროვნების შენარჩუნებაზე. ამასთან,...

ერთი სიგარეტის კოლოფიც კი არ მახსოვს ივანიშვილისგან–თემურ თათარაშვილს ლანძღვა მობეზრდა და ოცნების აქტიურ მხარდაჭერას აღარ აპირებს

მომღერალ თემურ თათარაშვილს ოცნების ღია მხარდაჭერას აღარ აპირებს. ამის შესახებ მომღერალი ფეისბუქზე წერს. ის ამბობს, რომ ოცნების მხარდაჭერის გამო თავდასხმების მსხვერპლია: "ბევრი ვიფიქრე მეგობრებო და...