მეც მაქვს გამოცდილება და განათლება კონსტიტუციურ სამართალში – კელი დეგნანი კობახიძეს პასუხობს

“მეც მაქვს გამოცდილება და განათლება კონსტიტუციურ სამართალში”- ასე პასხუობს, საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი მმართველი გუნდის თავჯდომარეს, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ის თავად არის კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი და კელი დეგნანი, რომელიც საარჩევნოდ 5%-იანი ბარიერის დატოვებას არ ეთანხმება, არაა ექსპერტი.

“პატივს ვცემ ბატონ ირაკლი კობახიძის ცოდნას და საექსპერტო გამოცდილებას, ასევე, სხვა ბევრი კონსტიტუციონალისტის ცოდნას და გამოცდილებას, ვისაც შევხვედრივარ და მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მართლაც გაუმართლა, რომ ძალიან ბევრი განათლებული კონსტიტუციონალისტი და იურისტი ჰყავს.

ასევე, მეც პირადად მაქვს გამოცდილება და განათლება კონსტიტუციურ სამართალში და მიმუშავია სხვადასხვა ადგილას კონსტიტუციის შექმნის პროცესში დავხმარებივარ. გამიკეთებია სხვადასხვა კონსტიტუციის შედარებითი ანალიზი, მნიშვნელოვანი ასპექტები და ასე შემდეგ. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაზე და მაგალითზე მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოსთვის საუკეთესო,” – ამბობს კელი დეგნანი.