მე არ მაინტერესებს ჩემი არცერთი თანამდებობა – სააკაშვილი

” მე არ მაინტერესებს ჩემი არცერთი თანამდებობა, ჩვენ უნდა ვიპოვოთ კონსენსუსური ფიგურები და ჩამოვაყალიბოთ ეროვნული ერთიანობის მთავრობა”- ეს განცხადება, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, „მთავარის“ ეთერში, ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ გააკეთა.

„ეს არის ისტორიული დღე იმ პირობებში, როცა მე არ მომეცა საშუალება ქვეყანაში ჩამოსვლის, კამპანიის წარმოების. ამ პირობებშიც კი საქართველოს ოპოზიციურმა სპექტრმა მოიპოვა დამაჯერებელი უპირატესობით გამარჯვება ე.წ. „ქართულ ოცნებაზე“, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ჩემი ქვეყანაში არყოფნის პირობებშიც კი აიღო მინიმუმ 33%-ი, ჩემი აზრით, ბევრად მეტი, რადგან მაჟორიტარებში ჩვენ მოგებული გვაქვს ყველა დიდი ქალაქი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი. ამ პირობებში, ეს არის პრაქტიკულად ძალიან დიდი ტრიუმფი ქართული ოპოზიციის, მიუხედავად შევიწროებისა, დაშინებებისა, ზეწოლისა. ამ პირობებში, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩამოვაყალიბოთ ეროვნული ერთიანობის მთავრობა. მე, მიხეილ სააკაშვილი, ვაცხადებ , რომ არ მივისწრაფი არცერთი თანამდებობისკენ ამ მთავრობაში, საერთოდ არ მაინტერესებს ჩემი არცერთი თანამდებობა, ჩვენ უნდა ვიპოვოთ კონსენსუსური ფიგურები და უნდა ვიპოვოთ ეროვნული ერთიანობის მთავრობის ჩამოყალიბება. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ფართო კოალიცია, ოპოზიციური ძალების ერთიანობის მთავრობა, იმისთვის, რომ დავძლიოთ, „ქართული ოცნების“ მძიმე მემკვიდრეობა და შევძლოთ ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. მე არ მაინტერესებს არცერთი თანამდებობა, მათ შორის არც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორ დავიცავთ წესებს, ამაზე იქნება დამოკიდებული, როგორ გავატარებთ იანვარს – გახარია

"ყველას კარგად გვესმის, საახალწლო მობილობა როგორი იქნება, მაგრამ უნდა მოვახერხოთ წესების დაცვა. როგორ დავიცავთ...

გაზაფხულზე ბეღურას ვესროლეთ ზარბაზანი, როცა დათვმა შემოგვიტია, დანის ამარა ვართ – ბაქრაძე

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ გაზაფხულზე როცა სხვა ქვეყნები ჩაიკეტა, მათთან...

ეს არ არის ე.წ. ლოკდაუნი, ეს შეზღუდვები არის ლოკალური – თურნავა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მტკიცებით, ინფიცირებულთა გაზრდილი რიცხვი და ეპიდემია გაცილებით უფრო მეტად აზარალებს ეკონომიკას,...

მშენებლობა, სილამაზის სალონები – რომელ ეკონომიკურ საქმიანობებს არ შეეხება შეზღუდვა

მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე დაწესებული შეზღუდვები შემდეგ ეკონომიკურ საქმიანობას არ შეეხება: სახელმწიფო...

ეს კომპრომისია, რომელიც მინიმალურ ზიანს მიაყენებს ეკონომიკას – გახარია

პრემიერი გახარია შეზღუდვებზე ამბობს, რომ ეს ეკონომიკას მინიმალურ ზიანს მიაყენებს. "ეს არის ის კომპრომისი, რომელიც...

სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ

მთავრობის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველი ოჯახები და ასევე, ის ოჯახები, რომლებსაც 3 ან მეტი 16...

28 ნოემბრიდან საქართველოში ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები ისევ დაიხურება

მთავრობის მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვების მიხედვით, 28 ნოემბრიდან  საქართველოს მასშტაბით ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების...

უმუშევრად დარჩენილები 1 იანვრიდან 200-ლარიან კომპენსაციას კვლავ მიიღებენ

დასაქმებულები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში 200 ლარიან კომპენსაციას მიიღებენ. გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საბჭომ...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო