ქართველი პაციენტი, რუსუდან გვანცელაძე, რომელმაც Covid19 გადაიტანა ფეისბუქზე ემოციურ პოსტს წერს და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმებს მადლობას უხდის:
გამარჯობა სიცოცხლე, გამარჯობათ ჩემო მეგობრებო. ცრემლები მომდის ამას რომ ვწერ.
5 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით მე გამოვიარე ჩუმი სიკვდილი. ასე დავარქვი. უდიდესი მადლობა მინდა უთხრა ცემი ოჯახის გადამრჩენელ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორ ბატონ ლევან რატიანს, პროფესორ კახაბერ ჭელიძეს, მთელი კლინიკის მედ პერსონალს ასეთი სიკვდილ სიცოცხლესთან ჭიდილში. მადლობა ჩემს სულიერ მამაო სერაფიმეს ჩემს მეგობრებს ნათესავებს მეზობლებს მთელ თბილისს, მსოფლიოს ვინც გვერდში მედგა ამ საშინელი ჩუმი სიკვდილის ვირუთან ბრძოლის დროს. მადლობა მინდა გადაუხადო სკოლა მწიგნობართუხუცესის ორივე კორპუსის მთელ გუნდს განსაკუთრებით ქალბატონ ლია მუსხელიშვილს, რომელიც პირველივე წუთიდან მედგა გვედით. ჩვენი მაკა ექიმი, თიკო, ქეთი, ჩემი გულიკო, ლეილა, თამუნა, ალეკო, მადლობა ვინც მირეკავდით, მამხნევებდით, მადლობა არ გამომრჩეს კლინიკის ინფექიონისტები ეპიდემიოლოგები.უფალო დალოცე, ყველას წინაშე ქედს ვიხრი. მიგულეთ ერთგულ მეგობრად“ – წერს რუსუდან გვანცელაძე.