დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ანა დოლიძე ამბობს, რომ ის უკანასკნელი მოჰიკანივით, უკანასკნელი მაჟორიტარი იქნება, რადგან 2024 წლიდან არჩევნები სრულად პროპორციული სიით ჩატარდება.
მისივე თქმით, ის პარტიის პროპორციული სიით არ არის დაზღვეული, ამიტომ თუ მაჟორიტარად არ აირჩევენ, პარლამენტში ვერ მოხვდება.
“მე მხარს მიჭერს “მოძრაობა ხალხისთვის”. ეს არ არის პარტია. დიდუბე-ჩუღურეთის ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ თუ არ შემოხაზავს ის ანა დოლიძეს, ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტში არ მოხვდება. ვინაიდან, მე არ ჩავატარე ის რასაც აკეთებს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი, მე დღეს არ ვარ გადაზღვეული პარტიული სიით. ამიტომ მე მაქვს ამბიცია, რომ მე ვიქნები ნამდვილი უკანასკნელი მაჟორიტარი უკანასკნელი მოჰიკანის მსგავსად”,- ამბობს ანა დოლძე ფორმულას ეთერში.
ცნობისთვის, დიდუბე-ჩუღურეთში ქართული ოცნებიდან კენჭს გია ვოლსკი იყრის, ოპოზიციის საერთო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძეა.