მე თუ ვინმე დედას შემაგინებს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ – ბერა ივანიშვილი

“მე თუ ვინმე დედას შემაგინებს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ”-  ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ბერა ივანიშვილი, სკანდალური აუდიოჩანაწერის შემდეგ პირველ კომენტარს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში აკეთებს.

„მე არც კი დავიწყებ ამაზე კამათს, იყო თუ არა ეს ავთენტური, დაამონტაჟეს თუ არა. ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მე დღესაც აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვდგავარ და პირდაპირ ვიტყვი – თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ყველაზე ღირებულია, მე ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც. მანახეთ ქართველი კაცი, რომელიც ამ საკითხზე სხვანაირად ფიქრობს, სხვა აზრის არის“, – განაცხადა ბერა ივანიშვილმა.