“მე რატომ არ ვარ სანქცირებული, ან მიხეილ ჩინჩალაძე რატომაა სანქცირებული?” – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მოსამართლე, დიმიტრი გვრიტიშვილი პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვს.
“მივმართავ საქართველოს მთავრობას, რომელიც პასუხისმგებელია პირველ რიგში სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვაზე, ბატონ პრემიერმინისტრს, დაუყოვნებლივ უმოკლეს ვადებში დააორგანიზოს შეხვედრა ჩვენთან, მოსამართლეებთან. ჩვენ მას დეტალურად წარვუდგენთ იმ ინფორმაციას, რომელიც გვაქვს, აი, იმ კულუარულ ზეწოლებზე, რაზეც ლევანი საუბრობდა, რაზეც მე ვლაპარაკობ. სრულყოფილ ინფორმაციას მხოლოდ მას მივაწვდი. დაველოდები შემდგომ რა იქნება საქართველოს მთავრობის რეაგირება. იმის შემდგომ დავგეგმავთ ჩვენს ქმედებებსაც”, – თქვა გვრიტიშვილმა იუსტიციის საბჭოს სხდომაზე.
დიმიტრი გვრიტიშვილი კითხვას სვამს, რატომ დასანქცირდა მურუსიძე?
“რა გააკეთა ამ კაცმა განსხვავებული იმისგან, რასაც მე ვაკეთე, რასაც ბადრი აკეთებს? რატომ იმსახურებდა ამას, მაგას ვერავინ იტყვის. მე რატომ არ ვარ ვთქვათ სანქცირებული ან მიხეილ ჩინჩალაძე რატომაა სანქცირებული?” ამბობს ის